ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში თოვაა მოსალოდნელი.
როგორც "ნიუსპრესს" ამინდის პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს, ნალექი თოვლის სახით შენარჩუნდება.
დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ითოვებს. ზღვის სანაპირო რაიონებში ღამით ტრემპერატურა -2 დან 3 გრადუსამდე იქნება. მაღალმთიან რაიონებში ქარბუქია მოასალოდნელი.
მთიან რაიონებში ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაეცემა. მაღალმთიან3თში -15-მდე. დღისით მთაში -3 +2 გრადუსია მოსალოდნელი, მაღალ მთაში -5 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში დღეს და ხვალ მოთოვს, ტემპერატურა ბარში ღამით -5-მდე, მთაში -14-მდე, მაღალმთიან რაიონებში -15 გრადუსამდე დაეცემა.
ამაჟამად, საქართველოს ქვეყნის ყველა გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ზვავსაშიშროება მოხსნილია ჯვრის ურელტეხილზეც. როგორც "ნიუსპრესს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, გაწმენდითი სამუშაოები გზებზე ინტენსიურსად მიმდინარეობს.

















