ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე შრომისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ტომას მელია მიიჩნევს,
რომ მთავრობის შემადგენლობის დაკომპლექტება საქართველოს მოსახლეობის გადასაწყევტია.
როგორც მან დღეს სასატუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აშშ-ს უწყებათაშორისი დელეგაცია ინფორმირებულია საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებეულ განცხადებებზე იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ოპოზიციური ძალა რუსეთისგან იმართება.
„ვიცით ამ ბრალდების შესახებ, მაგრამ ვაცხადებ, რომ საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, ვინ გახდება პარლამენტის წევრი და ვინ დააკომპლექტებს მთავრობას. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ პარლამენტთან და მთავრობასთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დემოკრატიულად აირჩევს“ -განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, თბილისში გამართულ შეხვედრებზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მზადყოფნა გამოიკვეთა.
მელიას განცხადებით, აშშ-ს მიაჩნია, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის განწყობას საქართველოში ფართოდ იზიარებენ.

















