logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სოფო კილაძე: მნიშვნელოვანია, სახელმწიფო და საზოგადოება დადგეს ერთად ასეთი საზარელი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად
სოფო კილაძე: მნიშვნელოვანია, სახელმწიფო და საზოგადოება დადგეს ერთად ასეთი საზარელი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად
14:55 25.08.2020
„მოხდა ენით აუწერელი ტრაგედია. მინდა, მივმართო ყველა ბავშვს, განსაკუთრებით, იმ ბავშვებს, რომლებიც რეგიონებში არიან და შეიძლება მსგავს სიტუაციაში ან თვითონ, ან მათი ახლობლები იყონ. ჩვენ მაისიდან, Unicef-თან ერთად ავამუშავეთ ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი 111, რომელიც უფასოა და სრულად იქნება ანონიმურობა გარანტირებული ყველა ასეთ შემთხვევაზე“,- განაცხადა თერჯოლაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სოფო კილაძე მოუწოდებს საზოგადოებას, ძალადობის ფაქტების შემჩნევისას, გამოიჩინოს გულისხმიერება.

"თუ იცით, თუ გსმენიათ ასეთი ფაქტის შესახებ, გთხოვთ, მიმართოთ 111-ს იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ბავშვები. ყველა ასეთ შემთხვევაზე საზოგადოების და ყველა იმ შესაბამისი სტრუქტურის აქტიურობა, რომლის ვალდებულებაცაა მოახდინოს იდენტიფიცირება, გამოიკვლიონ და დაეხმარონ ბავშვებს, უდიდესი მნიშვნელობისაა. ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა - სახელმწიფოსაც და იმ საზოგადოებასაც, რომელმაც გულგრილობა გამოიჩინა და ხმა არ ამოიღო ასეთ უბედურებაზე. მნიშვნელოვანია, სახელმწიფო და საზოგადოება დადგეს ერთად ასეთი საზარელი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. ბავშვის უფლებათა კოდექსით ადგილობრივ თვითმმართველობებში 1 სექტემბრიდან გვექნება სტრუქტურული ერთეულები, სადაც იქნებიან სოციალური მუშაკები, რომლებმაც პროაქტიულად უნდა იმუშაონ. ეს არის სრულიად ახალი სტრუქტურული ერთეული. ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ერთად ვცდილობთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების ტრენინგების მეშვეობით, შესაბამისი საკანომდებლო პროექტების შექმნით და ყველა საჭირო კომპონენტით აღჭურვით, დავეხმაროთ აღნიშნულ სტრუქტურულ ერთეულებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში და შემდგომ უკვე წლების მიხედვით გავაძლიერებთ შესაბამისი რესურსებით აღჭურვას და შესაბამის თანხებს კიდევ უფრო გავზრდით ბიუჯეტში. ეს არის პირველი ნაბიჯები, რაშიც საზოგადოების გვერდით დგომა გვჭირდება და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ მედიაც ჩვენ გვერდით დადგება ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე“,- აღნიშნა სოფო კილაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა