logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ხანიშვილი: გარკვეულ ძალას ჰყოფნის თავხედობა და საუბრობს იმაზე, რაც არ უკეთებია - სოფლის მეურნეობას ანადგურებდნენ, ახლა კი საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ
გიორგი ხანიშვილი: გარკვეულ ძალას ჰყოფნის თავხედობა და საუბრობს იმაზე, რაც არ უკეთებია - სოფლის მეურნეობას ანადგურებდნენ, ახლა კი საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ
16:59 23.08.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, სამაცივრე მეურნეობების პროექტი საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხორციელდება.

მისი თქმით, მანამდე არცერთ ხელისუფლებას, არც გონიერება ეყო და არც ხედვა, იმისათვის, რომ ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობაში ღირებულებათა ჯაჭვის ნებისმიერი კომპონენტის დაფინანსება დაეწყო.

„მაცივრებზე, პროექტზე - „დანერგე მომავალი“, ბაღების გაშენებაზე და სხვა კომპონენტებზე ფიქრი დაიწყო მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს. დღემდე, აშენებულია 45-ზე მეტი მაცივარი და გადამმუშავებელი საწარმო, რაშიც ჩადებულია 130 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც სახელმწიფომ, გრანტის სახით, 20 მილიონ ლარზე მეტი მისცა ფერმერებს და 19 მილიონ ლარამდე კი კრედიტში სუბსიდირებას მოხმარდა. ამ მაცივრების დამსახურებაა სწორედ ის, რომ საქართველოში ტრადიციად იქცა წარმატებული საექსპორტო პროდუქტის სქემა. მიმდინარე წელს ექსპორტზე გავიდა 23 000 ტონაზე მეტი ატამი. თუ ატმის ფასი მანამდე 20-22 თეთრს შეადგენდა, დღეს ლარად და ლარნახევრად გაყიდა კახელმა გლეხმა. მარტო ატმიდან 2 თვეში 110-120 მილიონი ლარი იყო შემოსავალი“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მისი თქმით, მაცივრების აწყობასა და ახალი ბაღების გაშენებას სოფლის მეურნეობაში მეტი დრო სჭირდება, ამიტომაც 2012-13 წლებში დაწყებულმა პროექტებმა ახლა გამოიღო შედეგი.

„2018 წელს 11-12 მაცივარი იყო, ახლა 23-ია. ჩვენ შევძელით, ამ მაცივრების დახმარებით, ექსპორტზე გაგვეტანა ატამი. როცა გარკვეულ ძალას ჰყოფნის თავხედობა და საუბრობს იმაზე, რაც არ უკეთებია. მაშინ საერთოდ სოფლის მეურნეობას ანადგურებდნენ, ახლა კი, თავიანთი დამოკიდებულებით, კვლავ შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება. თუნდაც ერთი მაცივარი გვაჩვენონ, რომელიც დააფინანსეს. ისიც კი, რაც სახელმწიფოს სახელით გააკეთეს, არ ყოფილა ფერმერისთვის, მხოლოდ საკუთარი თავისთვის მუშაობდნენ,“ - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, 22 აგვისტოს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სოფლის მეურნეობის დარგში დაწყებული პროექტები გააჩერა და სოფლის მეურნეობას განვითარების პერსპექტივა მოუსპო.

მისივე თქმით, ქართული პროდუქციის შესანახად ყველა რეგიონში მაცივრების აშენების გეგმა სააკაშვილის მთავრობამ დაიწყო.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა