logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: UNICEF-ის მიერ რეკომენდირებული 50 ლარიანი დახმარების ნაცვლად, ჩვენ შემოვიტანეთ 200 ლარიანი დახმარება
დიმიტრი ხუნდაძე: UNICEF-ის მიერ რეკომენდირებული 50 ლარიანი დახმარების ნაცვლად, ჩვენ შემოვიტანეთ 200 ლარიანი დახმარება
15:59 21.08.2020
„გაეროს ბავშვთა ფონდის „UNICEF“-ის მიერ საკმაოდ პოზიტიურად იქნა შეფასებული ანტიკრიზისული გეგმის, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც გულისხმობს მიზნობრივ სოციალურ დახმარებებს ბავშვებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში ისევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება და საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ დადგა ბავშვთა სიღარიბის კიდევ უფრო გაზრდა. მოსალოდნელია, რომ ბავშვთა სიღარიბე გაიზარდოს იმდენად, რომ დაემატოს კიდევ 66 მილიონი ბავშვი. ბუნებრივია, ჩვენც ვართ მსოფლიოს ნაწილი, ჩვენც პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, ეს რისკები ჩვენთანაც არსებობს, მაგრამ ჩვენ დავაზღვიეთ, რომ სიღარიბე არ გამწვავებულიყო და მიუხედავად „UNICEF“-ის მიერ რეკომენდირებული 50 ლარიანი დახმარებისა ჩვენ 4-ჯერ მეტი დახმარება შემოვიტანეთ, ანუ 200 ლარიანი დახმარება 17 წლამდე ყველა ბავშვისთვის. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ შეფასებისთვის, არამედ მიზნის მისაღწევად. ჩვენ არათუ შევძლებთ სიღარიბის შეჩერებას, არამედ შესაძლოა ამ ტიპის დახმარებით და უკვე მოქმედი სხვა პროგრამებით, შევამციროთ კიდევ ბავშვთა სიღარიბე“, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ, ბავშვთა მიზნობრივი დახმარების პროგრამები გაიზარდა, მაგრამ ბავშვთა სიღარიბე ისევ პრობლემად რჩებოდა, ამიტომ იყო „UNICEF“-ის გარკვეული კრიტიკული შეფასებები.

მისივე თქმით, მას შემდეგ, არაერთხელ იქნა სხვადასხვა დახმარების პროგრამები, რომელიც უშუალოდ ბავშვებზე იყო მიმართული, რაც შესაბამისად, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ პოზიტიურად იქნა შეფასებული.

კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ხელისუფლება ბავშვებზე მისი ჩასახვის პერიოდიდან ზრუნავს.

„ბოლო პერიოდში, 2012 წელთან შედარებით, აბორტების მაჩვენებელი თითქმის განახევრებულია. 2012 წელს მხოლოდ რეგისტრირებული აბორტი იყო თითქმის 40 ათასი 2019 წლის მონაცემებით კი, ის 22 ათასს მცირედით აჭარბებს. 2020 წლის მონაცემი ჯერ არ არის დადებული, თუმცა არის მოლოდინი, რომ ის იმაზე ნაკლები იქნება ვიდრე ეს იყო 2019 წლის მაჩვენებელი. ჩვენ ბავშვებზე ვზრუნავთ მისი ჩასახვის პერიოდიდან, რამეთუ მათი განვითარების ტემპი არის ასაკიდან გამომდინარე, გამორჩეულად აქტიური და შესაბამისად, არასრულფასოვანი კვება, ბავშვთა სიღარიბე შესაძლოა მათ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახოს. ამიტომ ჩვენ არა მხოლოდ მოკლევადიანი პროგნოზებით ვიფარგლებით არამედ ჩვენ ვზრუნავთ გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ ქვეყანას ჰყავდეს ჯანმრთელი თაობა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა