logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბექა ლილუაშვილი: UNICEF-ის კვლევა გვიჩვენებს, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც მთავრობამ განახორციელა, საბოლოო ჯამში არის ძალიან ეფექტური სიღარიბის შემცირებისა და შეზღუდვის მიმართულებით
ბექა ლილუაშვილი: UNICEF-ის კვლევა გვიჩვენებს, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც მთავრობამ განახორციელა, საბოლოო ჯამში არის ძალიან ეფექტური სიღარიბის შემცირებისა და შეზღუდვის მიმართულებით
14:09 21.08.2020
UNICEF-ის კვლევაში განხილულია ყველა ის ღონისძიება, რაც საქართველოს მთავრობამ სოციალური თვალსაზრისით მოსახლეობის მხარდაჭერის კუთხით განახორციელა და ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ინსტრუმენტი, რომელიც ყველაზე მეტად ამცირებს სიღარიბის მაჩვენებლებს, აკავებს და ჩამოჰყავს ის საბაზისო მაჩვენებელზე, ეს არის 17 წლის ჩათვლით ბავშვების 200-ლარიანი დახმარება, თუმცა შეფასებულია ყველა წინა ღონისძიებაც და თითოეული ღონისძიების შეფასება კვლევის მიხედვით არის ძალიან პოზიტიური, - ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს ნიშნავს იმას, რომ სიღარიბის მაჩვენებლების შესაძლო ზრდა, რომელიც მოსალოდნელია ეკონომიკური კრიზისის დროს, მაქსიმალურად იქნება შეკავებული მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების საშუალებით, რაც მთავრობის ერთ-ერთ უპირველეს და პრიორიტეტულ ამოცანას წამოადგენს.

„ვირუსის გავრცელების შემდგომ ჩვენ პირველი დღიდან გვქონდა ორი მიმართულება და ორი საზრუნავი - ადამიანის ჯანმრთელობა და ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა, რათა ეკონომიკურ კრიზისს მათთვის მძიმე პრობლემები არ შეექმნა და სახელმწიფო მათ მაქსიმალურად დახმარებოდა. რა თქმა უნდა, მთავარი ამოცანა იყო როგორც სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ასევე ყველაზე ნეგატიური შედეგის - სიღარიბის ზრდის შეკავება. პანდემია გრძელდება და შედეგად გარკვეული ეკონომიკური გამოწვევები ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, თუმცა კვლევის სხვადასხვა სცენარის და მათ შორის ყველაზე მძიმე სცენარის შემთხვევაშიც კი, ყველა ის ღონისძიება, რომელიც მთავრობამ განახორციელა, საბოლოო ჯამში არის ძალიან ეფექტური სიღარიბის შემცირებისა და შეზღუდვის მიმართულებით“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული ღონისძიების სტრუქტურა განსაზღვრულია იმდაგვარად, რომ მაქსიმალურად შეამციროს მოკლევადიანი ეკონომიკური კრიზისის შედეგები, ბუნებრივია, მას გავლენა ექნება როგორც მოკლევადიან პერიოდში, ასევე გრძელვადიან პერიოდში სიღარიბის და დასაქმების ან უმუშევრობის თვალსაზრისით.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რაც ეფექტიანს ხდის ბავშვთა დახმარებას, არის ის, რომ ის არის მასობრივი, ანუ ორიენტირებულია თითოეული ბავშვის მხარდაჭერაზე, სწორედ ამის გამოა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ღონისძიება მთელ ამ ღონისძიებებს შორის. ჩვენ დასახული გვაქვს პრიორიტეტები, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე, ბუნებრივია რჩება აქტუალურად - ეს არის მოქალაქეებზე ზრუნვა. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ დამატებით ღონისძიებებსაც განვახორციელებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილები, მაქსიმალურად შევამციროთ შემოსავლების კლების პროცესი და დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა