logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნუნუ მიცკევიჩი: განათლების სამინისტრო გახსნილია ყველასთვის და მზად ვართ, სხვადასხვა ფორმატში ვითანამშრომლოთ ყველასთან, რათა ერთად განვსაზღვროთ ის საჭიროებები, რომელიც დღეს სტუდენტებისა და მთლიანად უმაღლესი განათლების წინაშე დგას
ნუნუ მიცკევიჩი: განათლების სამინისტრო გახსნილია ყველასთვის და მზად ვართ, სხვადასხვა ფორმატში ვითანამშრომლოთ ყველასთან, რათა ერთად განვსაზღვროთ ის საჭიროებები, რომელიც დღეს სტუდენტებისა და მთლიანად უმაღლესი განათლების წინაშე დგას
17:57 18.08.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმასტუდენტური ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც, პანდემიის დროსა და მის შემდგომ პერიოდში, სამინისტროს მხრიდან სტუდენტთა მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

ნუნუ მიცკევიჩი: „პანდემიის გამოცხადების პირველივე დღიდან სამინისტრომ განსაზღვრა ყველა ის საჭიროება, რომელიც სტუდენტების წინაშე წარმოიშვა. რეალურად იცით, რომ ეს გახლდათ გამოწვევა როგორც განათლების სისტემის, ასევე მთელი საზოგადოების წინაშე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პირველი დღიდან თანამშრომლობს თითოეულ უნივერსიტეტთან. მინისტრის ინიციატივით გაიმართა რექტორთა საბჭო, სადაც განისაზღვრა ის გადავადების სქემები და გრაფიკები, რომლებიც ინდივიდუალურ დონეზე ითვალისწინებდა საჭიროებებს და გაზაფხულის სემესტრში ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული იყო უნივერსიტეტების მხრიდან - როგორც მოგეხსენებათ, მოხერხდა სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადავადება.

სამინისტროში მუშაობს სოციალური პროგრამები და დღეს არის მოწყვლადი ჯგუფების13 კატეგორია განსაზღვრული, რომელთათვის გათვალისწინებულია სწავლის საფასურის სრული, 100%-იანი სასწავლო გრანტის შესაბამისი დაფინანსება. ამასთან ერთად, მოგეხსენებათ პრემიერის ახალი ინიციატივის შესახებ,რომელიც ეხება სახელმწიფოს მხრიდან, სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდას.

დღეს გაიმართა შეხვედრა სტუდენტების წარმომადგენლობით ჯგუფთან, რომლის დროსაც მომავალი თანამშრომლობის გეგმა დავსახეთ. ჩვენი მხრიდან იქნება გათვალისწინებული ყველა ის საჭიროება, რომელიც დღეს დგას სტუდენტების წინაშე და რაც შეიძლება მომავალში წარმოიშვას, პანდემიასთან დაკავშირებით.ჩვენ ვმუშაობთ გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისთვის გარკვეული შეღავათების გაწევას, დახმარებასა და მათ თანადგომას სახელმწიფოს მხრიდან.

განათლების სამინისტრო გახსნილია ყველასთვის და მზად ვართ, რომ სხვადასხვა ფორმატში ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ერთად განვსაზღვროთ ყველა ის საჭიროება, რომელიც დღეს დგას სტუდენტებისა და მთლიანად უმაღლესი განათლების წინაშე, “ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა