logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა მერაბ ბაზაძე სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა
მიხეილ ჩხენკელმა მერაბ ბაზაძე სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა
17:27 18.08.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს - მერაბ ბაზაძეს, სპორტის სფეროში სახელმწიფოს უმაღლესი წოდება - სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

სპორტის რაინდის წოდებით და შესაბამისი მედლით, მერაბ ბაზაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მიხეილ ჩხენკელმა 18 აგვისტოს გამართულ ცერემონიაზე, ოლიმპიური ჩემპიონის - ნუგზარ ასათიანის სახელობის ახლადგარემონტებულ ფარიკაობის დარბაზში დააჯილდოვა.

სპორტის რაინდის წოდება მერაბ ბაზაძეს, საქართველოში ფარიკაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი: „ჩემთვის განსაკუთრებული პატივია დღევანდელ დღეს, თქვენთან ერთად სპორტის რაინდის წოდებით დავაჯილდოვო მერაბ ბაზაძე.ბატონ მერაბს მართლაც რომ განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ქართული ფარიკაობის განვითარების საქმეში, წლების წინ როგორც წარმატებულ მოფარიკავეს, შემდგომ წლებში კი როგორც ეროვნული ნაკრების მწვრთნელსა და არაერთი წარმატებული სპორტსმენის გამზრდელს, დღეს კი უკვე როგორც ფარიკაობის ფედერაციის ხელმძღვანელს. სიმბოლურია, რომ ბატონ მერაბს სპორტის რაინდის წოდება ფარიკაობის ახლადგარემონტებულ დარბაზში მიენიჭა, დარბაზში, რომელიც ლეგენდარული ქართველი მოფარიკავის, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონის - ნუგზარ ასათიანის სახელს ატარებს. ნუგზარ ასათიანი ოლიმპიური ჩემპიონი 1964 წელს ტოკიოში გახდა და იმედი გვაქვს, რომ 2021 წლისთვის გადადებული ოლიმპიური თამაშები, რომლის მასპინძელი ასევე ტოკიოა, წარმატებული იქნება ჩვენი მოფარიკავეებისთვის. დარწმუნებული ვარ, წინ დიდი გამარჯვებები გელით, მით უმეტეს იმ დიდი ტრადიციების, ჩვენი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების გათვალისწინებით, რომლითაც ქართული ფარიკაობა ათეულობით წლების მანძილზე იწონებს თავს.“

მინისტრმა,მოადგილე შალვა გოგოლაძესთან, ფედერაციის წარმომადგენლებთან და ვეტერან მოფარიკავეებთან ერთად, სრულად რეაბილიტირებული ფარიკაობის დარბაზი დაათვალიერა და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების საჩვენებელ ვარჯიშს დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ფარიკაობის დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა და კეთილმოეწყო სავარჯიშო სივრცე, გარემონტდა გასახდელები და საშხაპეები, დარბაზის გარე ფასადი კი ოლიმპიური სიმბოლიკითა და „ოლიმპიელი მუშკეტერების“ მემორიალით გაფორმდა.

ფარიკაობის ფედერაციამ სამინისტროს დახმარებით ასევე ახალი ინვენტარი მიიღო, რომელიც ფედერაციის გადაწყვეტილებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, მათ შორის აჭარისა და გურიის, ასევე ქუთაისისა და ზესტაფონის ფარიკაობის სკოლებს გადაეცათ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა