logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სოლომონ პავლიაშვილი: ლენჯერში საკვების მომარაგების მხრივ პრობლემა არ არის, არც ყოფილა და ვერც იქნება
სოლომონ პავლიაშვილი: ლენჯერში საკვების მომარაგების მხრივ პრობლემა არ არის, არც ყოფილა და ვერც იქნება
21:12 16.08.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დეზინფორმაციას და რუსულ ნარატივს უწოდებს „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ლენჯერის მოსახლეობას მარაგი ამოეწურა, დახმარება არ შედის და ამის გამო მოსახლეობა საპროტესტო აქციებს გეგმავს.

მისი თქმით, ლენჯერში საკვების მომარაგების მხრივ პრობლემა არ არის, არც ყოფილა და ვერც იქნება.

„მე თვითონ ვიმყოფებოდი ოთხი დღე იქ. მოეხსენებათ, იქ მუშაობს შტაბი და ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება არის სრულიად მიუღებელი. მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ კორონავირუსის პერიოდში ასეთი ფეიკ-ნიუსების გავრცელება არის სუფთა რუსული ნარატივი. მე ვიმყოფებოდი თითქმის ბევრ თემში, ეს იყო ჭუბერის მიმართულება, ნაკრას, უშგულის მიმართულება და სხვა. ზოგადად არის 17 თემი, 160 სოფელი. ყველა სოფელს ვაკონტროლებდით, სად რა პროდუქცია მიდიოდა. 4 დღის განმავლობაში 80 დისტრიბუციის მანქანა შევიდა. შევიტანეთ დაახლოებით 3 ტონამდე შაქარი. თითქმის 30 ტონა ფქვილი. ორ ტონა ნახევარი ზეთი. ცალკე მიმართულებით გავუშვით ცენტრში 2,5 ტონა ზეთი, კიდევ 3 ტონა ზეთი დამატებით სოფლებში განაწილდა. აღარ ვსაუბრობ მაკარონზე, ბურღულეულზე, ჰიგიენურ პროდუქტებზე. აბსოლუტურად ყველა სოფელი გვყავს კონტროლზე. უფრო მეტიც, მე ვთხოვე იქ მოსახლეობას, რომ თუ კი ვინმეს რამე პრობლემა აქვს პირდაპირ ჰქონდეს კავშირი სოფლის რწმუნებულთან“ - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

მისივე თქმით, განწყობა არის ძალიან დადებითი და ნურავინ ეცდება იქ რაიმე დესტაბილიზაციის შეტანას.

„ნურავინ ეცდება იქ რაიმე დესტაბილიზიაცია შეიტანოს, მაგას ვერც მოახერხებს. ჩვენ ეს ხალხი გვყავს მუდმივ კონტროლზე, რომ არ შეექმნათ პროდუქციაზე რამე პრობლემები. მინდა დაგარწუნოთ, არცერთ სოფელს, არცერთ თემს, თვითონ მესტიას არანაირი პრობლემა არ ექნება. რაც შეეხება ლენჟერს, სადაც არის უშუალოდ ეპიდემიის ცენტრი, არც ლენჯერში არ არის პრობლემა საკვების მომარაგების მხრივ, არც ყოფილა და ვერც იქნება. უფრო მეტს გეტყვით, ჩვენ ფქვილით და ბურღულეულით სავსე დისტრიბუციის სავსე მანქანები გვყავს გაჩერებული, რომ თუ რომელიმე სოფელს სჭირდება და დარეკავს რწმუნებული, რომ ჩვენ ავუტანოთ, თუკი რომელიმე დისტრიბუტორი არ ადის. თუმცა არცერთ დისტრიბუტორს მათ შორის ქსელურს, რომლებიც არ ადიოდნენ სოფელში და იქ არ ადიოდა ადგილობრივი დისტრიბუცია სამეგრელოდან დისტრიბუცია ისინიც კი ადიან. რაც შეეხება ბოსტნეულს, სამეგრელოდან და ქუთაისიდან ვამარაგებთ’ - აცხადებს სოლომონ პავლიაშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა