logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს
16:56 15.08.2020
მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწყებული ინტენსიური კვლევის შედეგებსა და საკარანტინო სივრცეებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისში ე.წ „ცხელების ცენტრებს“ სვანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე 1000-მდე მოქალაქემ მიაკითხა, რომელთაგან 14 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება, ასევე ძალაში რჩება დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები.

ამასთან, კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა ქობულეთში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსი კაფე „ჰავანაში“ დასაქმებულ, თბილისიდან ჩასულ ქალს დაუდასტურდა. ინფიცირებულის ყველა კონტაქტი გამოვლენილია და მათ PCR ტესტირება უტარდებათ, თუმცა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ იმყოფებოდნენ, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ შესაბამის „ცხელების ცენტრს“.

გასული დღე-ღამის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 6 ათასამდე ტესტი ჩატარდა, ხოლო ჯამურად საქართველოში ჩატარებულია 300 ათასზე მეტი PCR ტესტი.

ამასთან, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური კვლევები ტარდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტშიც და არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, მუნიციპალიტეტში შეზღუდვების დაწესების საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ადგილზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია საკარანტინო ზონებში არსებული მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში ფიქსირდება კარანტინის პროექტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა, რაც დაუშვებელია, რადგან საკარანტინო სივრცეების პროექტი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნაბიჯი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის კუთხით. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის 300-ზე მეტი შემთხვევა სწორედ საკარანტინო სივრცეებში გამოვლინდა.

გარდა ამისა, საკარანტინო სივრცეებად გამოყენებულია სასტუმროები, რაც ტურიზმის ინდუსტრიის არაპირდაპირი ხელშეწყობის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

რაც შეეხება საკარანტინო ზონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სივრცეში დაფიქსირებულ მოსაზრებებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მზადყოფნას გამოთქვამს, სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით, მოაწყოს მედიატურები საქართველოს მასშტაბით არსებულ ნებისმიერ საკარანტინო სივრცეში, რაც მედიას მისცემს საშუალებას, უშუალოდ ადგილზე შეაფასოს არსებული სერვისები თუ პირობები და მოსახლეობას მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ითვალისწინებს იმ დისკომფორტს, რაც ახლავს სავალდებულო საკარანტინო პირობების გავლას და მოქალაქეებს მიმართავს, გამოიჩინონ მაქსიმალური სოციალური პასუხისმგებლობა, რათა საფრთხე არ შეუქმნან როგორც საკუთარი ოჯახის წევრების, ისე - გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.

ამასთან, კვლავ აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება, მათ შორის პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1321 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1088 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 17 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 7 597 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 249 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა