პარლამენტთან ამ წუთებში ახალგაზრდების ჯგუფის მცირერიცხოვანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევებისა და ამომრჩეველთა სიაში უზუსტობების აღმოფხვრას მოითხოვენ.
მათი განცხადებით, აუცილებელია ამომრჩეველთა სიის გადამოწმება, რადგან მასში რამდენიმე ათასი გარდაცვლილია დაფიქსირებული.
როგორც აქციაზე აღინიშნა, ხელისუფლების მხრიდან დარღვევებზე არანაირი რეაგირება, იმის მიმანიშნებელია, რომ ის არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.
აქციის მონაწილეებმა მთავარ გამყალბებლებად უმრავლესობის წევრები გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი და პეტრე ცისკარიშვილი დაასახელეს და შეეცადნენ პარლამენტის კანცელარიაში ჩაებარებინათ მათ სახელზე დამზადებული ერთგვარი დიპლომები, რომლითაც სამ დეპუტატს „გამყალბებლის პირველი ხარისხის მაგისტრის“ წოდებას ანიჭებენ.
პარლამენტის კანცელარიამ აღნიშნული დიპლომები არ ჩაიბარა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არცერთი პარტიის წარმომადგენლები არ არიან და დემოკრატიული არჩევნებების ჩატარების მოთხოვნით აქციას სხვადასხვა უწყებებთან ატარებენ.

















