logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ეკოლიდერთა სკოლის“ მოსწავლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ნინო თანდილაშვილს შეხვდნენ
„ეკოლიდერთა სკოლის“ მოსწავლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ნინო თანდილაშვილს შეხვდნენ
14:41 14.08.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სასწავლო პროგრამის „ეკოლიდერთა სკოლა“ ფარგლებში, მოსწავლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ნინო თანდილაშვილს შეხვდნენ.

მინისტრის მოადგილემ ეკოლიდერებს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განხორციელებული გარემოსდაცვითი რეფორმები, პროექტები და საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. „ეკოლიდერთა სკოლის“ მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ. გარემოსდაცვითი სასწავლო პროგრამის წარმომადგენლები დაინტერესდნენ როგორც ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებით და ტყის ახალი კოდექსით, ასევე, გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის, ჰაერის ხარისხის და ბიომრავალფეროვნების საკითხებით.

შეხვედრის შემდეგ, „ეკოლიდერთა სკოლის“ მოსწავლეებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, წყლის ხარისხის დადგენის მიზნით, თავად განახორციელეს ქიმიური ანალიზები, მონაწილეობა მიიღეს მაკროუხერხემლოების იდენტიფიკაციის პროცესში. გაეცნენ ატმოსფერულ ჰაერში და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის პროგრამას.
„ეკოლიდერთა სკოლა” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაა. სემინარები ახალგაზრდებს აძლევს ცოდნას აქტუალურ და საინტერესო გარემოსდაცვით საკითხებზე, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ასპექტების გათვალისწინებით.

„ეკოლიდერთა სკოლაში” მონაწილეობენ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები საქართევლოს ყველა რეგიონიდან, რომლებმაც ორეტაპიან კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და შერჩეულ იქნენ როგორც პროექტის გამარჯვებული ეკოლიდერები.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა