logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე დგებუაძე: განსხვავებული საჭიროებებიდან გამომდინარე, დეცენტრალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სკოლას ექნება შესაძლებლობა, თავად დაგეგმოს სასწავლო პროცესი რეკომენდაციების ფარგლებში
ეკატერინე დგებუაძე: განსხვავებული საჭიროებებიდან გამომდინარე, დეცენტრალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სკოლას ექნება შესაძლებლობა, თავად დაგეგმოს სასწავლო პროცესი რეკომენდაციების ფარგლებში
14:10 14.08.2020
„დღეს ჩვენ მოქალაქეებს ვაცნობებთ, რომ სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება და მოსწავლეები შეძლებენ საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ. იმის გამო, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია, განათლების სამინისტრომ აქტიურად ითანამშრომლა ჯანდაცვის სამინისტროსთან და მათი რეგულაციების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები სკოლებისთვის.

მოგეხსენებათ, სკოლებს განსხვავებული საჭიროებები აქვთ. ეს არის მოსწავლეთა რაოდენობა, ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და სხვ. სწორედ აქედან გამომდინარე შევიმუშავეთ გარკვეული რეკომენდაციები. პირველ რიგში, სანიტარია-ჰიგიენის კომპონენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. განათლების სამინისტრო ყველა საჯარო სკოლისთვის სწავლის დაწყებამდე უზრუნველყოფს დეზინფექციისა და თერმოსკრინინგისთვის საჭირო საშუალებებით აღჭურვას. გარდა ამისა, დეცენტრალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სკოლას ექნება შესაძლებლობა, თავად დაგეგმოს რეკომენდაციების ფარგლებში სასწავლო პროცესი. მას შეუძლია თავად განსაზღვროს სასწავლო პროცესის დაწყების დრო, გაკვეთილისა და შესვენებების ხანგრძლივობა და საჭიროების შემთხვევაში – სასწავლო ცვლები.

არის სკოლები, სადაც 1-დან 50 ბავშვამდე სწავლობს და არის სკოლები სადაც 2000-ზე მეტი მოსწავლეა. ასევე, გვაქვს 1800-ზე მეტი ერთცვლიანი სკოლა და 200-ზე მეტი ორცვლიანი. რა თქმა უნდა, რეკომენდაციებში გათვალისწინებულია მათი საჭიროებები. სკოლებისთვის სავალდებულოდ არის განსაზღვრული I-IV კლასის მოსწავლეებისთვის გაკვეთილი საკლასო ოთახში ჩატარდეს და საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმოს ცვლები სხვადასხვა მოდელის მიხედვით. ასევე, ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნება გამოყენებულ იქნას შაბათი დღე, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განიტვირთოს შენობები.

მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროსა და ყველა იმ პირს, რომლებიც ამ რეკომენდაციების მომზადებაში იყვნენ ჩართული. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის დირექტორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, UNICEF-თან,“ – აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები საზოგადოებას გააცნო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა