ტელეკომპანია „მაესტროსა“ და უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება.
როგორც გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებს განუცხადა,შეხვედრა დღეს საღამოს შდგება და მასში მონაწილეობას თავადაც მიიღებს.
„ვფიქრობ, ეს შეხვედრა იქნება მნიშვნელოვანი, რათა ყველაფერი გაირკვეს და მოვძებნოთ გზები იმისთვის, რომ ეს თემა დაიხუროს. მათ მიერ შემოთავაზებული სქემა, რაც ანტენების დარიგების პროცესს ეხება, იდელური არ არის, თუმცა, მთავარია საზოგადოებას ჰქონდეს მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა“ - განაცხადა ტუღუშმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სატელიტურ ანტენებზე ხელი რეგიონებში მცხოვრებ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობასაც მიუწვდებოდეს.
უწყებათაშორის კომისიასთან რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ხელისუფლება მზადაა „მაესტროს“ ანტენებზე ყადაღა მოხსნას, თუ მათი დარიგება „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით განხორციელდება.

















