logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გამართულ სემინარზე კარტოფილის თესლის სავალდებულო სერტიფიცირების საკითხები განიხილეს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გამართულ სემინარზე კარტოფილის თესლის სავალდებულო სერტიფიცირების საკითხები განიხილეს
11:40 09.08.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა დაკარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP)ორგანიზებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გამართულ სემინარზე, კარტოფილის თესლის სავალდებულო სერტიფიცირების საკითხები განიხილეს.სემინარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა გახსნა.
მონაწილეებმა, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, საქართველოში არსებული თესლის სერტიფიცირების სისტემაზე, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე, რეკომენდაციებსა და ახალ რეგულაციებზე იმსჯელეს.

სემინარის მონაწილეებმა,CIP-ის სადემონსტრაციო ნაკვეთზე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)პროგრამის ფარგლებში გამოყვანილი კარტოფილის ჩითილები დარგეს. აღნიშნული პროგრამა საქართველოში კარტოფილის მოყვანის ინოვაციური 3G ტექნოლოგიის შემუშავებას გულისხმობს.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრისა (CIP)და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ სნოში კარტოფილის პირველი სამოდელო სამაცივრო საცავი „CoolBot” გახსნა და მუშაობის პრინციპებს გაეცნო.

„ქვეყანაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სერტიფიცირების მიმართულებით,რაზეც აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისსამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. პროექტის ფარგლებში, ხორციელდება კარტოფილის თესლის სავალდებულო სერტიფიციების სისტემის დანერგვა-შემუშავება.

პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველო უზრუნველყოფილი იქნება საკუთარი ხარისხიანი სათესლე მასალით. სოფლის მეურნეობაში თანამედროვე და ინოვაციური პროექტების განხორციელება უმნიშვნელოვანესია. დღევანდელი პროექტიც ერთდგვარი ინოვაცია, რომელიც გულისხმობს კარტოფილის სათესლე მასალიდან ნერგების გამოყვანას და ღია გრუნტში გადარგვას”, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“ 2017 წლიდან ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა