logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ევროპელი ექსპერტების ჩართულობითგანათლებისა და მეცნიერების სტრატეგიის შემუშავების პროცესის დასაგეგმად სემინარი გაიმართა
ევროპელი ექსპერტების ჩართულობითგანათლებისა და მეცნიერების სტრატეგიის შემუშავების პროცესის დასაგეგმად სემინარი გაიმართა
17:55 07.08.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში(PAR) “ხელშეწყობით განათლებისა და მეცნიერების განვითარების 2022-2030 წლების სტრატეგიის შემუშავების პროცესის ეფექტურად დაგეგმვის მიზნით ორდღიანი სემინარი გაიმართა.

სემინარი სახელწოდებით „განათლებისა და მეცნიერების 2022-2030 წლების სტრატეგიის შემუშავების პროცესის განვითარება“6-7 აგვისტოს, წინანდალში ჩატარდა და მასშიმონაწილეობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა –ეკატერინე დგებუაძემ, ნუნუ მიცკევიჩმადა ლევან ხარატიშვილმა, სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ების ხელმძღვანელებმა და დონორი ორგანიზაციების/პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ეკატერინე დგებუაძე:„სამინისტრო აფასებს წინა წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას. შეხვედრაზე გვექნება წარმოდგენილი პრეზენტაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც განათლების მიმართულებით უკვე განხორციელდა და დავიწყებთ მუშაობას ახალი დოკუმენტის შემუშავების პროცესის დასაგეგმად. მოგეხსენებათ, მთავრობისთვის განათლება პრიორიტეტს წარმოადგენს და, შესაბამისად, ახალ სტრატეგიულ დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა განათლების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფას.“

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე, რათა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელი შევუწყოთ ახალი ერთიანი საგანმანათლებლო სტრატეგიის განხილვის პროცესის დაწყებაში. აღნიშნული ღონისძიება ტარდება ევროკავშირისა და საქართველოს შორის გაფორმებული „საჯარო მმართველობის რეფორმის პროგრამის“, კერძოდ, მისი ექსპერტული, ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში. განათლების სამინისტრო არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბენეფიციარი ჩვენი მრავალმილიონიანი პროგრამის. იქედან გამომდინარე, რომ სახელმწიფოსთვის განათლება, ადამიანური კაპიტალის განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს,საჯარო მმართველობის რეფორმა განათლების რეფორმის გარეშე ცხადია, ვერ იქნება წარმატებული“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის ოფიცერმა ნინო ყოჩიშვილმა.

სემინარის მონაწილეებმა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით სტრატეგიული მიზნები გამოკვეთეს და სტრატეგიის შემუშავების დაგეგმვის პროცესში, სამინისტროსთვის ტექნიკური დახმარების გაწევის კუთხით, ევროკავშირის „საჯარო მმართველობის რეფორმის პროექტის“ როლზე იმსჯელეს.

ღონისძიების ფარგლებში მინისტრის მოადგილეებმა განათლებისა და მეცნიერების 2017-2021 წლების სტრატეგიის განხორციელების შედეგად სისტემაში გამოვლენილი გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს და სამინისტროს სამომავლო პოლიტიკის შესახებ ისაუბრეს. პრეზენტაციების ბოლოს სემინარის მონაწილეებმა სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დისკუსია გამართეს.

ევროკავშირისმიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტებმა სემინარში მონაწილეობა ზუმის საშუალებით მიიღეს, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს ევროპის ქვეყნების განათლების წარმატებული სტრატეგიები და რეფორმები გააცნეს.

სემინარის დასასრულს მხარეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიის შემუშავების პროცესის სამოქმედო გეგმა დასახეს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა