logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ათენსა და თბილისს შორის მინიმუმ ერთი ფრენა აგვისტოს ბოლოსთვის შესრულდება
ნათია თურნავა: ათენსა და თბილისს შორის მინიმუმ ერთი ფრენა აგვისტოს ბოლოსთვის შესრულდება
14:40 06.08.2020
„აგვისტოს ბოლომდე საბერძნეთის მიმართულებით მინიმუმ ერთი ფრენა შესრულდება“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მოლაპარაკებები „ეგეოსის ავიახაზებთან“ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში წარმოებდა.

„დავასრულეთ გარკვეული მოლაპარაკება და შემიძლია გითხრათ, რომ სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლო დეკადაში, ათენსა და თბილისს შორის მინიმუმ ერთი ფრენა შესრულდება. ეს არის ის ოპტიმალური რაოდენობა და შესაძლებლობა, რაც ჩვენს ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მისაღებია როგორც საბერძნეთისთვის, ასევე საქართველოსთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა საბერძნეთის მთავრობას, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიური კომუნიკაცია იყო საბერძნეთის ტურიზმის, ეკონომიკისა და ტრანსპორტის სამინისტროებთან ისევე, როგორც ევროპის სხვა სახელმწიფოს პარტნიორ სამინისტროებთან.

„ვფიქრობთ, სწორედ ამ კომუნიკაციის შედეგად ჩვენ დღემდე ვართ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული უსაფრთხო ქვეყნების სიაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოსა და საბერძნეთის ეკონომიკური, ტურისტული და პოლიტიკური ურთიერთობები არის ძალიან მყარი, პოზიტიური და მას არანაირი ჩრდილი არ მიადგება მიუხედავად იმისა, რას იტყვის რომელიმე არაკეთილგანწყობილი ოპოზიციონერი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა