logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ახალი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, თუმცა აუცილებელია, რომ მათი განხორციელებისას მინიმალური იყოს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება
ლევან დავითაშვილი: ახალი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, თუმცა აუცილებელია, რომ მათი განხორციელებისას მინიმალური იყოს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება
12:24 06.08.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები კომპანიის „არემჯი“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, თორნიკე ლიპარტიამ მინისტრს და სამინისტროს წარმომადგენლებს ღია კარიერული წესით მეორადი კვარციტული მადნის საბადოს ,,ბნელიხევის პროექტის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და პროექტის განხორციელებისთვის ჩატარებულ კვლევებზე, მადნის მოპოვება-გადამუშავების სქემებზე, შრომითი უსაფრთხოების საკითხებზე, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაცვის სავალდებულო ღონისძიებებზე ისაუბრა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ბოლო პერიოდში, მსხვილი კომპანიები სახელმწიფოს მიერ კანონით დადგენილი გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებას პასუხისმგებლობით ეკიდებიან, აცნობიერებენ სოციალურ პასუხისმგებლობას და პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის აუცილებლობას. ახალი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, თუმცააუცილებელია, რომ მათი განხორციელებისასმინიმალური იყოს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ახალი პროექტის დაწყებამდე, გარემოსდაცვითი ღონისძიებები დეტალურად გაიწეროს, რათა სამუშაოები კანონის მოთხოვნების დაცვით წარიმართოს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გარემოს დაცვის კუთხით კომპანია არაერთ ღონისძიებას ახორციელებს, რომელიც განსაზღვრული იყო სამინისტროს მიწერილობით, თუმცა მიმდინარე წლის ბოლომდე ცალკეული ვალდებულებები კომპანიას შესასრულებელი აქვს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა