logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
11:10 06.08.2020
პანდემიის პერიოდში ლიბერთიმ პარტნიორ კომპანიებში მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტი - ბარათით გადახდა|განაღდების სერვისი დანერგა, რომელიც სოციალური ბარათის მფლობელებს აძლევს საშუალებას, ბარათით გადახდისას, საკუთარი საბარათე ანგარიშიდან 50 ლარამდე ოდენობის ნაღდი ფულიც მიიღონ. დღეიდან, ეს სერვისი წამყვანი სააფთიაქო ქსელების გარდა, „ნიკორა სუპერმარკეტში“ გახდა ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით.

ლიბერთის ახალი სერვისის მიზანია მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება ისარგებლოს საბანკო მომსახურებით იქ, სადაც რეგულარულად დადის. „ნიკორა სუპერმარკეტი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქსელია საქართველოში. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 242 სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 191 თბილისში, ხოლო დანარჩენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

თანხის განაღდების სერვისით სარგებლობა მარტივია - „ნიკორა სუპერმარკეტში“ მინიმუმ 5 ლარის პროდუქციის შეძენისას, სოციალური ბარათის მფლობელებს შეუძლიათ სუპერმარკეტის სალაროდან თანხის განაღდებაც მოითხოვონ. განაღდებული თანხა ერთჯერადად არ უნდა აღემატებოდეს 50 ლარს.

“მოხარული ვართ, რომ „ნიკორა სუპერმარკეტთან“ ჩვენი ორ წლიანი თანამშრომლობა კიდევ ერთი ახალი პროექტით გრძელდება. ამჯერად, გავერთიანდით ახალი მიზნისთვის, რომ ჩვენს მომხმარებელს სწორედ იქ შევთავაზოთ საბანკო სერვისები, სადაც ყველაზე ხშირად დადიან. ასევე, მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში გაიზარდოს გადახდის უსაფრთხო გზით სარგებლობის მოტივაცია და ნაღდი ფულის აუცილებლობის შემთხვევაში, შემცირდეს დამატებით ბანკში ვიზიტის საჭიროება. ამ პროექტში „ნიკორა სუპერმარკეტთან“ პარტნიორობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გვინდა მადლობა გადავუხადოთ კომპანიის მენეჯმენტს და მომსახურე პერსონალს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ - ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი, გიორგი მაკარიძე

„ნიკორა სუპერმარკეტის“ და ლიბერთის პარტნიორობა სხვადასხვა პროექტების ფარგლებში უკვე ორ წელს ითვლის. 2018 წლიდან ლიბერთის სოციალური ბარათის ნებისმიერი მფლობელისთვის, სუპერმარკეტების ქსელში 350-მდე სხვადასხვა დასახელების პროდუქტზე მუდმივი ფასდაკლება მოქმედებს. ერთი წლის წინ კი ნიკორა ლიბერთის ლოიალობის პროგრამის, ქეშბექის მეგობარი ობიექტი გახდა, რაც ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელს აძლევს საშუალებას „ნიკორა სუპერმარკეტში“ ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას ყველაზე მაღალი ქეშბექით ისარგებლოს.

სოციალური ბარათით გადახდა|განაღდების სერვისი ლიბერთის მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ავერსის, PSP-ს და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა