logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აკაკი საღირაშვილი: მისალოცი, ძალიან საინტერესო და ისტორიული პროექტი იწყება ოზურგეთიდან, რომელიც, საბოლოოდ, მაღალი ხარისხის ინტერნეტით საქართველოს 1064 დასახლებულ პუნქტს დაფარავს
აკაკი საღირაშვილი: მისალოცი, ძალიან საინტერესო და ისტორიული პროექტი იწყება ოზურგეთიდან, რომელიც, საბოლოოდ, მაღალი ხარისხის ინტერნეტით საქართველოს 1064 დასახლებულ პუნქტს დაფარავს
11:22 05.08.2020
„მსურს ოზურგეთის მოსახლეობას და მთლიანად რაიონს მივულოცო ინტერნეტიზაციის პროექტის დაწყება. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეული საპილოტე რეგიონის 49 დასახლებული პუნქტი, რომლებსაც, მიმდინარე წლის ბოლოს უკვე ექნებათ წვდომა უმაღლესი ხარისხის ოპტიკურ-ბოჭკოვან სწრაფ ინტერნეტთან. ეს არის იმ დიდი პროექტის დასაწყისი, რომელსაც მსოფლიო ბანკთან ერთად ვგეგმავთ და რომელიც გულისხმობს მთელი საქართველოს ინტერნეტიზაციას - ეს არის დაახლოებით 1064 დასახლებული პუნქტი და ნახევარი მილიონი ჩვენი მოსახლის შესაძლებლობა, ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად ის საკითხები განიხილეს, რომლებიც მნიშვნელოვანია პროგრამის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებისთვის. შეხვედრის მონაწილეებს პროექტის შესახებ დეტალური პრეზენტაცია „ოუფენ ნეტის“ ხელმძღვანელმა, მარიამ სულაბერიძემ წარუდგინა.

აკაკი საღირაშვილის შეფასებით, ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა, პრაქტიკულად, არის გარღვევა ამ სფეროში, ვინაიდან აქამდე არც საქართველოში და არც რეგიონში, მსგავსი ხარისხის ინტერნეტი, ასეთ დასახლებულ პუნქტებში არასდროს ყოფილა. „კორონავირუსმა და პანდემიამ უფრო მნიშვნელოვნად გამოაჩინა ის საჭიროება, რომელიც გულისხმობს წვდომას მაღალი ხარისხის ინტერნეტთან, წვდომას ისეთ მომსახურებებთან, როგორიც არის ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული კომერცია და სხვა თანამედროვე სერვისები“ - აღნიშნა აკაკი საღირაშვილმა.

„მნიშვნელოვანია, რომ აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერატორისთვის თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით „ღია დაშვების“ მომსახურების მიწოდებას. შემუშავებული მოდელით ოპერატორებს მიეცემათ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი ქსელები და ბოლო მომხმარებელს მიაწოდონ ხარისხიანი ინტერნეტი“ - განაცხადა “ოუფენ ნეტის“ დირექტორმა, მარიამ სულაბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამის საპილოტე რეგიონის შერჩევის კრიტერიუმებისა და თეთრი ზონის სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში არსებული დასახლებული პუნქტებისა და მოსახლეობის რაოდენობის, ასევე პროექტის შემჭიდროებულ ვადებში განხორციელების შესაძლებლობის გათვალისწინებით, საპილოტე პროექტი განხორციელდება გურიის რეგიონის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლის ძირითადი პარამეტრებია: დასახლებული პუნქტების რაოდენობა - 49, შინამეურნეობა - 8 516, მოსახლეობის რაოდენობა - 28 576 მოსახლე, ოპტიკური კაბელის საორიენტაციო სიგრძე - - 145 კმ. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობას „ოუფენ ნეტის“ მიერ კონკურენტული წესით შერჩეული კომპანია „პარვუს ჯგუფი“ განახორციელებს. საპილოტე ქსელის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა