logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პროფესიული განათლების კუთხით სამინისტრო „ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან“ითანამშრომლებს
პროფესიული განათლების კუთხით სამინისტრო „ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან“ითანამშრომლებს
11:50 04.08.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ევროპულ ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულ მემორანდუმს მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და ასოციაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ მარიამ ქუჩულორიამ მოაწერეს ხელი.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან გავაფორმეთ მემორანდუმი ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან. ამ ორგანიზაციამ თავის ბაზაზე შექმნა სერვისები ბიზნეს სუბიექტებისათვის, რათა მათ მარტივად შეძლონ მომზადება-გადამზადების პროგრამის განხორციელებაში ჩართვა. ამ ტიპის თანამშრომლობა ბიზნეს გაერთიანებებთან არის მართლაც საკვანძოდ მნიშვნელოვანი, რადგან ხელს უწყობს, ერთი მხრივ, კერძო სექტორის ჩართვას პროფესიულ განათლებაში და, მეორე მხრივ – ამ სფეროს პოპულარიზაციას, რაც ყველაზე მთავარია, ზრდის პროფესიული განათლების ხარისხს“ - განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას პროფესიული განათლების სფეროში. კერძოდ, მხარეების შეთანხმების თანახმად, ასოციაცია საკონსულტაციო სერვისს გაუწევს კერძო სექტორს, რათა გამარტივდეს კერძო კომპანიების პროფესიული მომზადება/გადამზადების სისტემაში ჩართვა.
ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით 2019 წლიდან დაიწყო. სერვისის მიწოდების პროცესის გამარტივებისათვის შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა http://tvet.emis.ge/, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პროვაიდერს (მათ შორის კერძო სექტორს) შეუძლია გააკეთოს განაცხადი მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვებისათვის. ასევე, ელექტრონულადმიმდინარეობს მსმენელთა რეგისტრაცია პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებზე შემდეგ ელექტრონულ პლატფორმაზე vet.emis.ge.

„ბიზნეს ასოციაციასთან მემორანდუმის გაფორმება უმნიშვნელოვანესია, რადგან ორგანიზაციასბიზნეს სუბიექტებისათვის საკუთარ ბაზაზე შექმნილი აქვს სერვისები იმისათვის, რომ მარტივად შეძლონ მომზადება-გადამზადების პროგრამის განხორციელებაში ჩართვა. ამ ტიპის თანამშრომლობა ბიზნესგაერთიანებებთან მართლაც საკვანძოდ მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს, ერთი მხრივ, კერძო სექტორის ჩართვას პროფესიულ განათლებაში და, მეორე მხრივ – ამ სფეროს პოპულარიზაციას, რაც პროფესიული განათლების ხარისხის გაზრდისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს“ - განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა