logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ონის მუნიციპალიტეტში 29 ივლისიდან დღემდე სტიქიის ზონიდან 447 მოქალაქეა გადმოყვანილი
ონის მუნიციპალიტეტში 29 ივლისიდან დღემდე სტიქიის ზონიდან 447 მოქალაქეა გადმოყვანილი
13:26 03.08.2020
მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, რაჭის მაღალი ძაბვის ქსელი სრულად აღდგენილია, რჩება მცირე ლოკალური დაზიანებები, რომელიც ხვალ შუადღემდე სრულიად აღმოიფხვრება, სოფელ ლაგვანთასა და მაჟიეთში ადგილზეა მიტანილი ხიდის კონსტრუქციები, ხვალიდან იწყება ხიდის სექციების შედუღების სამუშაოები.

ონის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობისა და ადგილზე შექმნილი სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის კოორდინირებული მუშაობის შედეგად სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ დროის მონაცემებით, 29 ივლისიდან დღემდე სტიქიის ზონიდან 447 მოქალაქეა გადმოყვანილი, გადაყვანილი კი 21. საჭიროებიდან გამომდინარე სოფლებში: გლოლა, ხიდეშლები,მაჟიეთი, ჭიორა ექიმები შეიყვანეს.

სტიქიის დროს ელექტროენერგია 14 სოფელს შეუწყდა, ამ ეტაპის მონაცემებით, ელექტროენერგია აღდგენილია და 10 სოფელს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. დარჩენილ 4 სოფელში აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ ღებს დენი გენერატორის მეშვეობით საათობრივად მიეწოდება. ელექტროენერგია აღდგა შემდეგ სოფლებში-ნაკიეთი, ფარავნები, გომი, ჯინჭვისი,ნიგავზები, საკაო, ლაგვანთა, მაჟიეთი,ბორცო, ხიდეშლები, ელექტროენერგიის გარეშე კი ამ დროისთვის, გლოლა, შოვი, ჭიორა და ღებია დარჩენილი.
სტიქიის შედეგად საავტომობილო გზები 16 სოფელში იყო დაზიანებული. დღეის მონაცემებით 11 სოფელში გზა რეაბილიტირებულია, 128-ე მაგისტრალზე, უწერა-გლოლის დამაკავშირებელ მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს,უგზოოდ რჩება 5 სოფელი -მაჟიეთი, ხიდეშლები, გლოლა,შოვი,ჭიორა, ღები..სოფელ მაჟიეთსა და ხედეშლებში მდინარე საკაურასა და ბოდეურაზე მოეწყობა ერთი ცალი სარმის დროებითი ხიდი,რომლის დამონტაჟებისთვის ერთი კვირაა საჭირო.

საგანგებოდ შექმნილი სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი მუდმივ კონტაქტში იმყოფება დაზარალებულ მოსახლეობასთან, საჭიროებებს ეცნობა და შესაბამის დახმარებას ახორციელებს. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში დაზარალებულ სოფლებში დარიგდა 670 სასურსათო კალათა და 1295 პური. ასევე ხვალიდან ფრენების აღდგენის შემთხვევაში მოძრავი მაღაზიების მეშვეობით ხალხს საჭირო პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები მიეწოდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა