logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თსუ-ს საუნივერსიტეტო კომისიის ხელმძღვანელი პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილთან დაკავშირებით გიორგი მახარობლიშვილის განცხადებას ეხმაურება
თსუ-ს საუნივერსიტეტო კომისიის ხელმძღვანელი პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილთან დაკავშირებით გიორგი მახარობლიშვილის განცხადებას ეხმაურება
17:16 02.08.2020
თსუ-ს პროფესორის იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ აკადემიური კეთილსინდისიერების შესაძლო დარღვევის გამოვლენის შესახებ საუნივერსიტეტო კომისიის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ლილი ხეჩუაშვილი უსაფუძვლოდ მიიჩნევს კომისიის მდივნის გიორგი მახარობლიშვილის განცხადებას, სადაც ის უარყოფს მის თანხმობას და ხელმოწერას კომისიის დასკვნაზე და აცხადებს, რომ მახარობლიშვილს მანამდე გაცილებით მკაცრი შინაარსის დასკვნაზე აქვს ხელი მოწერილი, რითაც პირდაპირ მიუთითებდა კომპილაციის არსებობას სადისერტაციო ნაშრომში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს, კომისიის თავმჯდომარემ წერილობით მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.

მათი ინფორმაციით, წერილშია ნათქვამია, რომ „კომისიამ პირველ ეტაპზე შეიმუშავა დასკვნის პირველადი ვერსია (რომელიც საბოლოო ვერსიასთან შედარებით ბევრად მკაცრი იყო და ის პირდაპირ მიუთითებდა კომპილაციაზე (და არა კომპილაციის ნიშნებზე), რომელსაც ბატონი გიორგი მახარობლიშვილი დაეთანხმა და ელექტრონულად განახორციელა ხელმოწერა (17 ივლისი, 2020).”

ხეჩუაშვილის თქმით, გარკვეული მსჯელობის შემდეგ დასკვნის საბოლოო ვერსია მომზადდა და 23 ივლისს, შეთანხმების მიზნით, კომისიის წევრებმა „ზუმის“ პლატფორმის მეშვეობით გამართეს სამუშაო შეხვედრა, რომელსაც არ დაესწრო გიორგი მახარობლიშვილი.

„მოკლე ტექსტური შეტყობინებით მან გვაცნობა, რომ დაეთანხმებოდა ან განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებდა შეთახმებულ ტექსტთან დაკავშირებით. კომისიის 6 წევრი შევჯერდით საბოლოო ვერსიაზე, რომელიც დაეგზავნა კომისიის ყველა წევრს თხოვნით, გაცნობდნენ და გამოეთქვათ საბოლოო მოსაზრებები, ტექსტის აკადემიური საბჭოსთვის გადაგზავნამდე. ბატონ გიორგის არ გამოუთქვამს შენიშვნები და კომენტარები, რის შემდგომაც კომისიამ ერთხმად მიიღო საბოლოო დოკუმენტი და მიეცა მსვლელობა.

თუმცა, როგორც ვხედავთ, ბატონი გიორგი ახლა აცხადებს, რომ მას დასკვნის საბოლოო, შედარებით შერბილებული ვერსიისთვის ხელი არ მოუწერია და, როგორც ჩანს, უფრო მკაცრი პოზიციის დაფიქსირება სურდა.

ამასთან აღვნიშნავთ, რომ 1 ხმა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა, შესაბამისად, აბსურდულია ბრალდება კომისიის მიერ ხელმოწერის შესაძლო გაყალბების შესახებ.

როგორც ცნობილია, ამ ფაქტთან დაკავშირებით უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ დაწყებულია მოკვლევა. ამისათვის თუ საჭირო გახდა მეტი თვალსაჩინოებისთვის, როგორც ჩვენთან, ისე თსუ-ის სერვერზე ინახება კომისიის მუშაობის მანძილზე წარმოებული მიმოწერის სრული ვერსია. იმედს ვიქონიებთ, უმოკლეს ვადებში გაირკვევა საქმის ვითარება“,-აღნიშნულია წერილში.

თსუ-ს ცნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა უნივერსიტეტის აუდიტის სამსახურს დაავალა, შეისწავლოს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის გიორგი მახარობლიშვილის წერილი.

თსუ-ს ცნობით, მედიასაშუალებებში გავრცელდა კომისიის მდივნის გიორგი მახარობლიშვილის განცხადება, სადაც ის უარყოფს მის თანხმობას და ხელმოწერას კომისიის დასკვნაზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა