1 აგვისტოს 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
საქართველოში პირველად, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2020 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიებას განსხვავებულ - ონლაინფორმატში გამართავს.
ღონისძიების ტრანსლაცია თსუ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე შედგება.

















