logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თავშესაფრის შემდგომი პროგრამების შემუშავებაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისგან დაცვის სერვისების მიმღები ბენეფიციარები ჩაერთნენ
თავშესაფრის შემდგომი პროგრამების შემუშავებაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისგან დაცვის სერვისების მიმღები ბენეფიციარები ჩაერთნენ
10:13 31.07.2020
ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრების ბენეფიციარების ეკონომიკური გაძლიერება და სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი მხარდაჭერა, - ამ საკითხებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიასთან ერთად, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ბენეფიციარებთან შეხვედრისას ისაუბრა.

ყურადღება გამახვილდა, თუ რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ და რა გამოწვევების წინაშე არიან ის ადამიანები, რომლებმაც უკვე ისარგებლეს სახელმწიფოს სერვისებით და დატოვეს თავშესაფარი.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ერთის მხრივ მნიშვნელოვანია თავშესაფრის შემდგომი მხარდაჭერა და ეკონომიკური გაძლიერება. ხოლო, მეორეს მხრივ ასევე მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მხარდაჭერა და გაძლიერება, მათ შორის თავად ძალადობაგამოვლილი ადამიანების და საზოგადოების მხრიდან, რომლებიც დღემდე ვერ აღწევენ თავს ძალადობას.

პრემიერის მრჩეველმა კრიზისული ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, სადაც ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს თავშესაფრის სერვისით სარგებლობა დამოკიდებულ პირებთან ერთად შეუძლიათ. ასევე, ცენტრი ბენეფიციარებს უფასო ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციასა და სამართლებრივ კონსულტაციას სთავაზობს. აღინიშნა, რომ კრიზისული ცენტრი, ძალადობაგამოვლილ ადამიანებს უსაფრთხო გარემოს უქმნის.

თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის მიზანი ძალადობაგამოვლილი ადამიანების დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციაში ხელშეწყობაა.

ამ დროისათვის, ქვეყანის მასშტაბით მოქმედებს ხუთი კრიზისული ცენტრი და ხუთი თავშესაფარი. ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს თავშესაფარში მოხვედრა ან კონსულტაციის გავლა ცხელი ხაზის (116 006) საშუალებით 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა