logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აჭარაში ალპური ბოტანიკური ბაღი გაიხსნა
აჭარაში ალპური ბოტანიკური ბაღი გაიხსნა
18:20 30.07.2020
მაღალმთიან აჭარას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული დანიშნულების ადგილი შეემატა. დღეს აჭარაში გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი გაიხსნა.

ბოტანიკური ბაღის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე და ბოტანიკური ბაღის, როგორც უნიკალური ტურისტული ატრაქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ყველანი ერთად ვებრძვით პანდემიას. ამ ტიპის ატრაქციების გახსნა და ბუნების ძეგლის დამატება ამ ძალიან ლამაზი მუნიციპალიტეტისთვის იქნება მეტი წარმატების, მეტი ტურისტის კიდევ ერთი წინაპირობა. ჩვენ ყველა ერთად აქტიურად ვმონაწილეობთ კამპანიაში, რომელიც ემსახურება საქართველოში შიდა ტურიზმის სტიმულირებას.

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც წარმოდგენილია როგორც ალპური, ასევე სუბალპური ნაირსახეობა, რომელიც მაღალმთიანი აჭარისთვის არის დამახასიათებელი.

ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ინფრასტრუქტურას მაღალმთიან აჭარაში. არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება დასრულებული ხულო-გოდერძის მონაკვეთი. ამის პარალელურად მწვანე ტბის და ბეშუმის მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

გოდერძის ალპური ბაღის იდეას 2015 წელს ჩაეყარა საფუჭველი. ბაღის ძირითადი დანიშნულებაა ეკო-განათლების პოპულარიზაცია, კავკასიის ეკო-რეგიონის მცენარეთა კოლექციის თავმოყრა და კონსერვაცია, სოფლად ტურიზმის განვითარება.

ალპურ ბაღში წარმოდგენილია აჭარის სუბალპური და ალპური ზონისთვის დამახასიათებელი უნიკალური მცენარეულობა და მრავალფეროვნება.

პროექტის მხარდამჭერები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსი (Mercy Corps), „აჭარისწყალი ჯორჯია“, ბათუმის, მიუნხენისა და ლოტარეს ბოტანიკური ბაღები.

ტერიტორიაზე წარმოდგენილია მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონა, სადაც ჯარას ველური თაფლის უნიკალურ ტრადიციას გაეცნობით.

ალპური ბოტანიკური ბაღის გახსნას შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი, აჭარის მთავრობის წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა