logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თსუ-ში კონკურსის „ლიტჰაიკერის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
თსუ-ში კონკურსის „ლიტჰაიკერის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
12:35 30.07.2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „ლიტჰაიკერის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა, პროექტის წლევანდელი პარტნიორი ორგანიზაციის სულაკაურის გამომცემლობის“ წარმომადგენელმა სულაკაურმა გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

„ძალიან საინტერესო ლიტერატურული კონკურსი დასრულდა, რომელშიც თსუ-ს გარდა ქუთაისის, თელავის, სამცხე-ჯავახეთის, გორის, ბათუმის უნივერსიტეტების სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. ვფიქრობ, საინტერესო დავალება ჰქონდათ სტუდენტებს: უნდა წაეკითხათ წიგნები და შემდეგ ტესტები უნდა ეკეთებინათ. გამარჯვებულებს ვულოცავ, თუმცა, ვთვლი, რომ პროექტის ყველა მონაწილე გამარჯვებულია. სტუდენტური კონკურსებით ბევრი საინტერესო სახე აღმოგვიჩენია და დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც ასე იქნება,“-აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

კონკურსის გამარჯვებულმა, თსუ სტუდენტმა იაკობ მახარაძემ, რომელმაც „სულაკაურის გამომცემლობისგან“ საჩუქრად მიიღო ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით და 500-ლარიანი ვაუჩერი, თსუ-სგან კი - უნივერსიტეტის გამომცემლობაში დაბეჭდილი წიგნი და საიმიჯო ატრიბუტიკა, კონკურსისადმი საკუთარი ემოცია გამოხატა. „ვურჩევ ყველა სტუდენტს, განსაკუთრებით მათ ვისაც ლიტერატურა უყვარს, მიიღონ მონაწილეობა მსგავს კონკურსებში. თვითონ პროცესი ძალიან საინტერესოა, ასევე დიდ ცოდნასაც შეიძენთ. ლიტჰაიკერი კი გამორჩეულია იმით, რომ წიგნის კითხვის პროცესში არაფერს კარგავთ. დასასრულს 10 საუკეთესო და ახალი წიგნი დაგრჩებათ და საინტერესო თავგადასავლები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას გაამრავალფეროვნებს,“- ასეთი რჩევა მისცა კონკურსის გამარჯვებულმა სტუდენტებს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ამ პროექტით წიგნისმოყვარულ სტუდენტებს ლიტერატურულ სამყაროში მოგზაურობის კიდევ ერთი შესაძლებლობა მისცა. მისი მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.

წელს პირველად პროექტში 5 რეგიონული უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები ჩაერთვნენ. კონკურსანტებმა პროექტისთვის შერჩეული 10 წიგნი (დაგლას ადამსის "ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში"; ბექა ადამაშვილის "ამ რომანში ყველა კვდება"; არჩილ ქიქოძის "სამხრეთული სპილო"; ნილ გეიმანის "ოკეანე ქუჩის ბოლოს"; ოლდოს ჰაქსლის "კუნძული;" აკა მორჩილაძის "ობოლე"; ანა კორძაია-სამადაშვილის "ზინკა ადამიანი"; აიზეკ აზიმოვის "დასაბამი"; სარა პენიპეკერის "პაქსი"; ჰალდორ ლაქსნესის "თევზის კონცერტი") წაიკითხეს და კონკურსისთვის მომზადებული ტესტები დაწერეს. მეორე ადგილზე გასულმა ლევან ღავთაძემ 300-ლარიანი ვაუჩერი, ხოლო მესამეადგილოსანმა ნინო სარიშვილმა 150-ლარიანი ვაუჩერი მიიღეს. ასევე, დასაჩუქრდნენ თითოეული ტურის გამარჯვებულებიც, რომელთაც თსუ-მ და „სულაკაურის გამომცემლობამ“ საჩუქრად წიგნები გადასცეს.

„მსგავსი სახის პროექტებში „სულაკაურის გამომცემლობა“ ხშირად ერთვება. მადლობა თსუ-ს ამ შემოთავაზებისთვის. ძალიან საინტერესო პროექტია. ვიმედოვნებ, მონაწილეებსაც მოეწონათ. კონკურსისთვის მრავალფეროვანი წიგნები შევარჩიეთ. ვულოცავ გამარჯვებულებს და პროექტის ყველა მონაწილეს,“- განაცხადა გამომცემლობის მარკეტინგის მენეჯერმა ანა სულაკაურმა.

„ლიტჰაიკერი“ თსუ სტუდენტური პროექტია, რომელიც უკვე მეხუთედ ჩატარდა. 2014 წლიდან პროექტის პარტნიორი გამომცემლობა „პალიტრა L“ იყო, ხოლო 2016 წლიდან - გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“.
პროექტის წლევანდელმა პარტნიორმა „სულაკაურის გამომცემლობამ“ კონკურსის მონაწილეებს წიგნების შეძენისას სპეციალური ფასდაკლების აქცია შესთავაზა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა