მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები საარჩევნო ბლოკ - „ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებენ.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მოჭიდავეები, მოკრივეები, „შავფაროსნები“, ბრძოლა წესების გარეშეს მოასპარეზეები დღეს ბლოკის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ და თანადგომა პირადად გამოუცხადეს.
„ეს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტია. თავი ვალდებულად ჩავთვალეთ მხარში დავუდგეთ ადამიანს, რომელმაც საკუთარი კეთილდღეობა გვერდზე გადადო. გვჯერა, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს“ - განაცხადეს ჩემპიონებმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

















