Architizer A + Awards მსოფლიო არქიტექტურის კუთხით ყველაზე მასშტაბური კონკურსია, რომელიც მიზნად
ისახავს მსოფლიოში წლის საუკეთესო, მნიშვნელოვანი, საინტერესო და გამორჩეული არქიტექტურული პროექტების პოპულარიზაციას.
მასზე წარდგენილ ნამუშევრებს ეცნობა გლობალური აუდიტორია, დაახლოებით 400 მილიონზე მეტი ადამიანი.
კონკურსის მიმდინარეობისას ჟიური თითოეულ კატეგორიაში ასახელებს ხუთ ფინალისტს და მათი მხარდაჭერა შეუძლია ნებისმიერ მსურველს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ონლაინ კენჭისყრით და გაიმარჯვებს ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებს.
გამარჯვებული და ასევე ფინალში გადასული პროექტები განთავსდება Architizer A + Awards ვებ- გვერდზე.
ისინი ასევე წარმოდგენილი იქნება Architizer.com-ის ჟურნალში და A + Awards- ის მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტურის შესახებ შექმნილ ყოველწლიურ გამოცემებში. გამარჯვებულ პროექტს ასევე გადაეცემა სპეციალური პრიზი.
საქართველოდან ამ საერთაშორისო კონკურსზე წარდგენილია და უკვე ფინალშია ქართული ყავის კომპანია "მეამა"-ს შენობა, რომლის არქიტექტურა და დიზაინი გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის.
მსოფლიო დონის კონკურსის ხმის მიცემა 31 ივლისამდე გრძელდება. ქართველ გულშემატკივრებს შეუძლიათ ხმის მიცემაში მიიღონ მონაწილეობა და უგულშემატკივრონ ქართულ პროექტს.
კონკურსში მეამას შენობის კონკურენტები არიან ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიც არის Jaguar, TikTok და სხვა.

















