logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ცნობილი ქართველი მეცნიერის ავლიპ ზურაბაშვილის მემორიალური კუთხე გაიხსნება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ცნობილი ქართველი მეცნიერის ავლიპ ზურაბაშვილის მემორიალური კუთხე გაიხსნება
15:16 28.07.2020
29 ივლისს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ცნობილი ქართველი მეცნიერის ავლიპ ზურაბაშვილის მემორიალური კუთხე გაიხსნება.

ცნობილი მეცნიერი, საქართველოში თავის ტვინის კვლევის ევოლუციური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი ავლიპ ზურაბაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, მან 1927 წელს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დამთავრების შემდგომ, აქვე დაიწყო სამეცნიერო მოღვაწეობა, იგი 1930 წლამდე ჯერ უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი და შემდეგ დოცენტი იყო.
ავლიპ ზურაბაშვილის პირადი ბიბლიოთეკა, მემორიალური ნივთები და საარქივო მასალა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას მეცნიერის ოჯახმა გადასცა.

პირადი ბიბლიოთეკა, 2000-ზე მეტ საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის და შედგება როგორც ქართული, ისე უცხოური სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების ლიტერატურისგან. მეცნიერის არქივში დაცულია ათობით დოკუმენტი, პირადი წერილები, ფოტოები და სხვადასხვა ხასიათის პირადი წერილები, მათ შორის მისი პასპორტი და ანდერძი.

ღონისძიებას დაესწრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, რექტორის მოადგილე პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი დიმიტრი კორძაია, ავლიპ ზურაბაშვილის ოჯახის წევრები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა