logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
NDI-ის კვლევა: ინფოდემიის ფონზე მოსახლეობა ყველაზე მეტად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და სხვა ოფიციალურ წყაროებს ენდობა
NDI-ის კვლევა: ინფოდემიის ფონზე მოსახლეობა ყველაზე მეტად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და სხვა ოფიციალურ წყაროებს ენდობა
12:19 28.07.2020

თბილისი - ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს

გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობას კორონავირუსის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია აღელვებს, თუმცა ამავე დროს დარწმუნებულია, რომ ტყუილისა და სიმართლის გარჩევა შეუძლია. მოქალაქეები მთავრობას და ჯანდაცვის სპეციალისტებს კრიზისის ეფექტურად მართვას უწონებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და მთავრობა ვირუსის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ყველაზე სანდო წყაროებადაც მიიჩნევიან.

“კორონავირუსის საპასუხოდ ხელისუფლების სწრაფმა და მტკიცებულებებზე დამყარებულმა ნაბიჯებმა ამ პროცესისადმი მოსახლეობის ნდობა გაამყარა,” - განაცხადა ლორა ჯუიტმა, NDIის ევრაზიის პროგრამების დირექტორმა.

“ეს ნდობა უაღრესად მნიშვნელოვანია დეზინფორმაციის წინააღმდეგ მედეგობის გაზრდისთვის. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ეფექტური კომუნიკაცია და კვლევებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარება გაგრძელდეს. დეზინფორმაციისადმი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიცირება ხელისუფლებასა
და ჯანდაცვის სპეციალისტებს უფრო ეფექტური პოლიტიკის გატარებაში დაეხმარება.”

მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის გარკვეული ნაწილი მაინც ტყუილია. ამასთანავე, მოსახლეობის 60 პროცენტი დარწმუნებულია, რომ ტყუილის სიმართლისგან გარჩევა შეუძლია. მართლაც, მოქალაქეების დიდი ნაწილი არ დაეთანხმა ყველაზე გავრცელებულ დეზინფორმაციულ მოსაზრებებს, მათ შორის იმას, რომ: ევროკავშირმა კორონავირუსთან ბრძოლაში თავისი წევრი ქვეყნები მარტო დატოვა (54 პროცენტი არ ეთანხმება), რომ ლუგარის ლაბორატორიაში რუსეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღი იქმნება (60 პროცენტი არ ეთანხმება), რომ 5G ინტერნეტის ინფრასტრუქტურა დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელებასთან (45 პროცენტი არ ეთანხმება). მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მცირე ნაწილს ამ მოსაზრებების სჯერა, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის დაახლოებით მესამედი გადაჭრით ვერ ამბობს ეს დებულებები სიმართლეს შეესაბამება თუ არა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დეზინფორმაციულ კამპანიებს მოსახლეობაში დაბნეულობის გამოწვევა შეუძლია.

ლუგარის ლაბორატორიამ, რომელიც დეზინფორმაციული შეტევის ხშირი ობიექტია, მოსახლეობის უმრავლესობისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. მოქალაქეების 66 პროცენტი ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორიამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალა. ამასთან, ევროპული და ევრო-ატლანტიკური კავშირების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც მყარად უჭერს მხარს ევროკავშირსა (76 პროცენტი) და ნატო-ში გაწევრიანებას (69 პროცენტი).

კორონავირუსთან დაკავშირებული საინფორმაციო წყაროების სანდოობის კუთხით, მოსახლეობის 90 პროცენტი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს, 85 პროცენტი - საქართველოს ხელისუფლებას, 73 პროცენტი - ჟურნალისტებს/მედიას, 66 პროცენტი - ადგილობრივ ხელისუფლებას, ხოლო 61 პროცენტი რელიგიურ ლიდერს/ეკლესიას ენდობა. საგულისხმოა, რომ მოსახლეობის 19 პროცენტი პანდემიის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლებისგან არ იღებს.

საქართველოს მოსახლეობა კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ძირითადად ტელევიზიიდან (84 პროცენტი), სოციალური ქსელებიდან (41 პროცენტი) და ახლობლებისგან (26 პროცენტი) იღებს. კითხვაზე თუ რაზე დაყრდნობით წყვეტენ ფეისბუქზე კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია მცდარია თუ არა, მათი 61 პროცენტი ვინც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან იღებს ამბობს, რომ ინფორმაციის წყაროს ან მედია საშუალებას აკვირდება, ხოლო 37 პროცენტი საკუთარ
ინსტიქტებს ენდობა.

კვლევის თანახმად, მოქალაქეების 73 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვირუსის შედარებით დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია, ხოლო 17 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს ქართული გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა.

მოსახლეობის 80 პროცენტი კვლავ ღელავს, რომ ის ან მისი ახლობელი კორონავირუსით დაინფიცირდება. თუმცა, ღელვის მიუხედავად, მოსახლეობის თითქმის ნახევარი (46 პროცენტი) ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში არ აიცრებოდა (38 პროცენტი აიცრებოდა). ფოკუს ჯგუფის შედეგები აჩვენებს, რომ მოქალაქეები ზოგადად ვაქცინის წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა მონაწილეები შემდეგ საკითხებზე წუხან: “გააჩნია ვაქცინის წარმოშობას”, “დრო დასჭირდება (ერთი წელი მაინც), რომ დავრწმუნდეთ მის სანდოობაში”, “ვაქცინა აღარ გახდება საჭირო, თუ ეპიდემიის საფრთხე შემცირდება”.

NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები.

აღნიშნული კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა