logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტების აჭარაში განხორციელებას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტით იწყებს
კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტების აჭარაში განხორციელებას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტით იწყებს
11:11 28.07.2020
კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას აჭარის რეგიონში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტით იწყებს. ახალი სასწავლო წლიდან კომისიის მედიაწიგნიერების პროექტებში, უნივერსიტეტთან ერთად, აჭარის საჯარო სკოლების მოსწავლეებიც ჩაერთვებიან.

კომისიასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება უკვე შედგა. თანამშრომლობის ფარგლებში, მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით ერთობლივ პროექტებში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, ჩატარდება ერთობლივი სესიები და კონფერენციები, შემუშავდება რეკომენდაციები მედიაწიგნიერების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სილაბუსების განვითარებისა და დახვეწისათვის.

კომუნიკაციების კომისიასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მედიაწიგნიერების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ და ამავე უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა მოაწერეს ხელი.

მედიაწიგნიერების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისია სემინარებსა და ტრენინგებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად ჩაატარებს. საგანმანათლებლო სესიები სტუდენტებს ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევაში დაეხმარება. სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ მედიაწიგნიერების კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, ხოლო შემდგომ ეტაპზე სასწავლო კომპონენტის განხორციელება სწორედ მათი თანამონაწილეობით სკოლებში მოხდება.

ასევე, კომუნიკაციების კომისიის დახმარებით, სტუდენტები მედიაწიგნიერების პროექტის - „მედიაეკონომიკა“ ფარგლებში, მედიის ეკონომიკის საერთაშორისო გამოცდილების ახალ მიდგომებს დაეუფლებიან. ეს თანამშრომლობა გულისხმობს ერთობლივ მუშაობას როგორც საგანმანათლებლო, ასევე სტარტაპების მიმართულებით.

თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტის პროფესორებსა და აკადემიურ პერსონალს ექნებათ წვდომა მედიაწიგნიერების ვებ-პლატფორმაზე, სადაც ისინი საერთაშორისო მასშტაბით მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ახალ სასწავლო რესურსებს გაეცნობიან. ამასთან, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ვებ-პლატფორმაზე საკუთარი სასწავლო მასალები განათავსონ.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას ახალი სასწავლო წლიდან, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის იწყებს. ამის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კომუნიკაციების კომისიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ასევე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის უკვე გაფორმდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა