logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რეგიონული შეხვედრები დაიწყო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რეგიონული შეხვედრები დაიწყო
18:27 27.07.2020
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით საჯარო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრების ციკლი დაიწყო. პირველი შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში მოქმედ უწყებებთან და ორგანიზაციებთან ქალაქ ბათუმში გაიმართა. ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორმა - ლონდა თოლორაიამ გახსნა.

შეხვედრების მიზანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ მონაწილეთა ინფორმირება, არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა და რეგიონებში არსებულ სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა.
ბათუმში გამართულ შეხვედრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, მთავრობის, სამინისტროების, ადგილობრივი თვითმმართველობის, უმაღლესი საარჩევნო კომისიის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახალხო დამცველის აპარატისა და ათამდე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია სამსახურის მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების, ტენდენციებისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ. შეხვედრაზე აქტიურად განიხილეს ის ძირითადი გამოწვევები, რომლებსაც სამსახური თავისი საქმიანობის პროცესში აწყდება. თავის მხრივ მონაწილე საჯარო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე. შეხვედრის დასასრულს განხილული იქნა სამომავლო, ეფექტიანი თანამშრომლობის პერსპექტივები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მსგავსი ტიპის შეხვედრებს საქართველოს კიდევ 6 რეგიონში გამართავს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა