logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტო მოუწოდებს კომპანია „ფრონტერას“,  ათვისების ფართობზე მოპოვებითი სამუშაოები განაგრძოს
საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტო მოუწოდებს კომპანია „ფრონტერას“, ათვისების ფართობზე მოპოვებითი სამუშაოები განაგრძოს
10:44 27.07.2020
საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო მიმართავს კომპანია "ფრონტერას", ათვისების ფართობზე მოპოვებითი სამუშაოები განაგრძოს, ასევე მოუწოდებს, პატივი სცეს და აღასრულოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება. ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ განცხადება გაავრცელა.


"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2020 წლის 17 აპრილს საერთაშორისო არბიტრაჟმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" და სსიპ "ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს" მიერ 2018 წლის 15 იანვარს ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოში აღძრული საარბიტრაჟო დავის თაობაზე, რომელიც უკავშირდებოდა კომპანია "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის" მხრიდან "კონტრაქტით" დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობას, რითიც დადგინა კონტრაქტის არსებითი დარღვევა კომპანიის მხრიდან. აღნიშნული კი, უპირობო უფლებას ანიჭებდა სააგენტოს შეეწყვიტა კონტრაქტი. მიმდინარე წლის 27 აპრილს, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ გააგზავნა შეტყობინა "ფრონტერა"-სთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. კონტრაქტის თანახმად, ამ შეტყობინების გაგზავნიდან 90 დღის გასვლის შემდეგ ანუ მიმდინარე წლის 27 ივლისს, კონტრაქტი ძალას კარგავდა და შესაბამისად, "ფრონტერა"-ს საკონტრაქტო ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების უფლება აღარ ექნებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ გამოვლენილი კეთილი ნების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონტრაქტის შეწყვეტის შეჩერების თაობაზე.



შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მიესალმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი.



სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნების გამოვლენის მიუხედავად, კომპანია "ფრონტერამ" გაავრცელა აბსოლუტურად უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადება, რომლის მიზანი კვლავაც რეალობის დამახინჯება და ფაქტების მიჩქმალვა იყო.



სააგენტო რჩება საერთაშორისო არბიტრაჟისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების ერთგული და კიდევ ერთხელ მიმართავს კომპანია "ფრონტერას", შემდგომი ინსინუაციების აღსაკვეთად, გაასაჯაროვოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია, აღმასრულებელი მენეჯმენტის მხრიდან გაკეთებული არაერთი საჯარო განცხადების მიუხედავად, თავად არ გაასაჯაროვებს არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, კომპანიის ზემოხსენებული განცხადებები ჩვენს მიერ ჩაითვლება თანხმობად, რის გამოც სააგენტო იტოვებს უფლებას, თავად გაასაჯაროვოს გადაწყვეტილება.



მივმართავთ კომპანია "ფრონტერას", ისარგებლოს საქართველოს მთავრობის მიერ გამოვლენილი კეთილი ნებით და განაგრძოს მოპოვებითი სამუშაოები ათვისების ფართობზე ჯერ კიდევ საბჭოთა დროში აღმოჩენილ საბადოებზე, კონკრეტულად მირზაანის (17.2 კმ2), ტარიბანის (17.66 კმ2), პატარა შირაქის (1.96 კმ2), ბაიდას (3.71 კმ2), ნაზარლების (0.49 კმ2) და მწარეხევის(1.59 კმ2) საბადოებზე (სულ 42.61 კმ2, რაც შეადგენს XII ბლოკის საერთო ფართობის (5060 კმ2 ) 0.84 %-ს ), რომლებიც ლიცენზიის მიხედვით ასევე სიღრმით არის შეზღუდული.



ასევე, მოვუწოდებთ კომპანია "ფრონტერას", პატივი სცეს და აღასრულოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება, გაისტუმროს ყველა ფინანსური ვალდებულება, პირველ რიგში, სოციალური და პასუხისმგებლობით მოეკიდოს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას"-ნათქვამია განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა