logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის, სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის, სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო
10:25 27.07.2020
"კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო. სადაზღვევო კომპანიები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას უმოკლეს ვადაში დაასრულებენ", - განაცხადა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსმა, ნატალია ხარატიშვილმა, რომელიც კახეთის მხარის რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და სადაზღვევო კომპანიის "ალდაგი" წარმომადგენლებთან ერთად, კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერებს შეხვდა და დაზიანებული სავარგულები დაათვალიერა.
"სახელმწიფო აგროდაზღვევის პირობებს მუდმივად აუმჯობესებს, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგროდაზღვევა მრავალწლოვანი კულტურებისთვის სამწლიანი გახდა. სახელმწიფო, ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე - 50%-ის დაფინანსებას ახდენს, მოვუწოდებთ ფერმერებს, დაიჭირონ თადარიგი და დააზღვიონ საკუთარი მოსავალი", - განაცხადა ნატალია ხარატიშვილმა.
როგორც მხარის რმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ეფექტიანად ფუნქციონირებს, გამონაკლისები ხდება. დაზღვევის სიკეთე სწორედ იმაშია, რომ, ასეთი გამონაკლისის შემთხევევაში, ფერმერი არის დაცული.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში, აკაკი მედულაშვილს, სეტყვის შედეგად, ყურძნის მოსავლის 95 % გაუნადგურდა. მევენახე ფერმერი სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარია. მან, სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 50 % თანადაფინანსება მიიღო. აკაკი მედულაშვილი ზარალის ანაზღაურების თანხას, 51,000 ლარზე მეტს, სადაზღვევო კომპანიისგან "ალდაგი" მიიღებს. 5 ჰა-მდე ფართობის დაზღვევისთვის ფერმერის მიერ გადახდილი თანხა 3103 ლარს, ხოლო სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა 3103 ლარს შეადგენს.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
2020 წლის ივლისის თვის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობა 15,422-ს შეადგენს, დაზღვეულია 15,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 140 მლნ ლარს აღემატება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა