logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
GIZ-მა ნიადაგის კვლევის ლაბორატორიას 113 000 ლარის ღირებულების აპარატურა გადასცა
GIZ-მა ნიადაგის კვლევის ლაბორატორიას 113 000 ლარის ღირებულების აპარატურა გადასცა
17:18 26.07.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) 113 000 ლარის ღირებულების აპარატურა გადასცა. აზოტის ანალიზატორი, საშრობი კარადები, pH-მეტრები, გრანომეტრიული ანალიზის ავტომატური ანალიზატორი და სხვადასხვა ხელსაწყო მეტი ნიმუშის გამოკვლევის და ლაბორატორიის წარმადობის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.
ნიადაგის კვლევის ლაბორატორიაში ახალი აპარატურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კარლ ფრიდრიხ ტესტენსენმა და პროგრამის ECOserve” წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
"ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია არამხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიო დონეზეც საკმაოდ ძლიერი ბაზაა. ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან და ჩართულია ტყეში არსებული ნიადაგების კვლევის პროექტში. ამ პროექტის ფარგლებში ჩატარდა როგორც ტრენინგები პერსონალისთვის, ასევე მოხდა თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობის გადმოცემა, რაც კიდევ უფრო ზრდის ლაბორატორიის შესაძლებლობებს", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.
ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის ფარგლებში, ნიადაგის კვლევის ლაბორატორია, საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტყეებში არსებული ნიადაგების საველე აღწერა-აღრიცხვას და ლაბორატორიულ კვლევას ახორციელებს. პირველ ეტაპზე, ხელუხლებელი ტყეების ქვეშ არსებული ნიადაგების შესწავლა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, გერმანულმა მხარემ 4 საველე სპეციალისტის მომზადება დააფინანსა; გერმანელი მეცნიერები მუდმივად ჩართული არიან პროექტის განხორციელებაში და ქართველ კოლეგებს კონსულტაციებს უწევენ.
საველე და ლაბორატორიული ანალიზების შედეგები ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში განთავსდება. უკვე აღებულია 300-ზე მეტი ნიმუში, რომელსაც, წლის ბოლომდე, კიდევ 600-700 ნიმუში დაემატება. პროექტის პირველი ეტაპი 2020 წლის ბოლოს სრულდება, მეორე ეტაპზე კი, დეგრადირებული ტყეების ქვეშ არსებული ნიადაგები შემოწმდება, რათა ერთსა და იმავე ტიპის ტყეში ადამიანის ზეგავლენის შედეგები დადგინდეს.
თანამედროვე აპარატურა ნიადაგის კვლევის ლაბორატორიას პროგრამის "ბუნებრივი რესურსების მართვა და ეკოსისტემური მომსახურებით უზრუნველყოფა სოფლად მდგრადი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში (ECOserve) ფარგლებში გადაეცა, რომელიც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით ხორციელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა