logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშე პოლიციის წინაშე დამსახურებისთვის ვერცხლის მედლით დააჯილდოვა
პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშე პოლიციის წინაშე დამსახურებისთვის ვერცხლის მედლით დააჯილდოვა
22:23 25.07.2020
პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრის, მარიუშ კამინსკის გადაწყვეტილებით, პოლონეთის ეროვნული პოლიციის 101-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, პოლიციის წინაშე დამსახურებისთვის, პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშე, პოლკოვნიკი გიორგი გამსახურდია ვერცხლის მედლით დაჯილდოვეს.

გიორგი გამსახურდიას ჯილდო საზეიმო ვითარებაში გადასცა პოლიციის მთავარმა კომენდანტმა, გენერალ-ლეიტენანტმა, დოქტორმა, იაროსლავ შიმჩიკმა, რომელმაც განსაკუთრებით აღნიშნა გიორგი გამსახურდიას უნიკალური ცოდნა, პროფესიონალიზმი, გამოცდილება და პიროვნული ჩართულობა საერთაშორისო სამართლებრივ დევნაში (ინფორმაციის გაცვლა, ტრენინგებში თანამშრომლობა და ა.შ.), რაც ხელს უწყობს ორ სახელმწიფოს შორის სათანადო, მეგობრული და ღია ურთიერთობების დამყარებასა და პოლიციათა შორის მჭიდრო თანამშრომლობას.

იაროსლავ შიმჩიკის თქმით, პოლკოვნიკი გიორგი გამსახურდია განსაკუთრებით დიდ მხარდაჭერას უცხადებს პოლონეთის პოლიციის საქმიანობას, პოლონეთში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით, როგორც ოპერატიული, ასევე საგამოძიებო მოქმედებების ნაწილში. მან ასეთი თანამშრომლობის მაგალითად დაასახელა გიორგი გამსახურდიას მონაწილეობა ქალაქ ტრუიმიასტოს (ქ.სოპოტის) ტერიტორიაზე 2020 წლის 17 ივლისს, რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, სახიფათო და იმპულსური პირის დაკავების ღონისძიებაში. დაკავებული რუსეთში და სხვა ქვეყნებში ნარკოტიკების კონტრაბანდის, მანქანების ქურდობის, ბინების ძარცვისა და გამოძალვის სფეროში მოქმედ კრიმინალურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.

იაროსლავ შიმჩიკმა აღნიშნა, რომ გდანსკის სავოევოდო პოლიციის კომენდატურის და ანტიტერორისტული დანაყოფის თანამშრომლებმა აღნიშნული პირის დაკავება გიორგი გამსახურდიას მიერ შემუშავებული დეტალური ზომების წყალობით შეძლეს და სპეცოპერაცია ეფექტურად და უსაფრთხოდ ჩატარდა.

პოლონეთის ეროვნული პოლიციის 101-ე წლისთავისადმი გამართულ ღონისძიებაზე პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ, პოლიციის მთავარმა კომენდანტმა გენერალ-ლეიტენანტმა იაროსლავ შიმჩიკმა და მისმა მოადგილეებმა კანდელი დაანთეს და გვირგვინებით შეამკეს დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ობელისკი "დაღუპულ პოლიციელებს - პოლონეთის რესპუბლიკა" და ასევე მემორიალური დაფა პოლიციის მთავარ კომენდატურაში. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი

პოლონეთის ეროვნული პოლიციის 101-ე წლისთავისადმი გამართულ საზეიმო ღონისძიებას პოლონეთის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელობის მიწვევით პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა. ილია დარჩიაშვილმა და გიორგი გამსახურდიამ პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარ შტაბში დაღუპული პოლონელი პოლიციელებისა და ასევე ტვერში გარდაცვლილი და მედნოეში პოლონურ სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალული პოლონეთის II რესპუბლიკის პოლიციელების ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

გიორგი გამსახურდიას დაჯილდოების შესახებ ინფორმაციას პოლონეთის ეროვნული პოლიცია ოფიციალურ ვებ გვერდზე აქვეყნებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა