logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ეროვნული ნაკრები ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობს
საქართველოს ეროვნული ნაკრები ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობს
13:42 25.07.2020
ქიმიის რიგით 52-ე საერთაშორისო ოლიმპიადის (IChO) მასპინძელი ქვეყანა წელს თურქეთია და ქართველი ბავშვები მასში მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის მოსწავლეებთან ერთად იასპარეზებენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გადასული მოსწავლეებით შეირჩა. მათ დამატებითი ორი შესარჩევი ტური გაიარეს, ნაკრებისა და რეზერვის შემადგენლობა კი, ორივე ტურში დაგროვილი ქულების ჯამის მიხედვით განისაზღვრა.

თურქეთი, რომელმაც მასპინძლის სტატუსი 2018 წელს მოიპოვა, ოლიმპიადისთვის ორი წლის განმავლობაში დიდი მონდომებით ემზადებოდა თუმცა, პანდემიის გამო, ოლიმპიადა 23 -28 ივლისს დისტანციურად და მხოლოდ ერთი, თეორიული ტურით ჩატარდება.

თეორიული ტური, რომელიც 25 ივლისს თბილისის დროით 13.00 საათზე დაიწყება, ხუთი საათი გრძელდება და მასში ქართველი მოსწავლეები საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტიდან ჩაერთვბიან, სადაც საგამოცდო ოთახი, IChO-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის მოთხოვნების შესაბამისად მოეწყო და კომპიუტერული ტექნიკით და სამეთვალყურეო კამერებით აღიჭურვა (კომპიუტერები, პრინტერები, სკანერები). გარდა ამისა, მაქსიმალურადაა დაცულია პანდემიის საწინაღმდეგო ყველა მოთხოვნა.

მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადა დისტანციურად ტარდება, ექსპერიმენტული ტურის ყველა იმ აქტივობას მოიცავს, როგორიცაა ჟიურის სხდომები, კენჭისყრა, ამოცანების განხილვა და დამტკიცება, თარგმნა, არბიტრაჟი და თვით დაჯილდოების ცერემონიალიც კი.

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა (IChO) 1968 წელს პრაღაში დაიწყო და მასში ყოველწლიურად მსოფლიოს თითქმის 100-მდე ქვეყანაა ჩართული. საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მასში 2014 წლიდან მონაწილეობს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა