logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი დასრულდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი დასრულდა
13:26 25.07.2020
ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდა. ჩატარდა ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ნაშრომების გასწორების პროცესი. შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება. გამოსაცდელები საკუთარი შედეგებისა და ნაშრომების ნახვას შეძლებენ გამოქვეყნებისთანავე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 94%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი - გამოსაცდელთა 78%-ზე მეტი. იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები და გამოცდიდან მოხსნის სამი ფაქტი (გამოცდაზე მობილური ტელეფონისა და დამხმარე მასალის შეტანის გამო).

2020 წლის საგამოცდო პროცესი ერთიანი ეროვნული გამოცდებით 6 ივლისს დაიწყო. საგამოცდო ცენტრები გაიხსნა ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზედმიწევნით იცავდა გამოცდებზე უსაფრთხოების წესებს, რომლებიც შეიმუშავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. გათვალისწინებული იყო როგორც მაგიდებზე არსებულ დამცავ ფარებთან, თერმოსკრინინგთან, შესაბამისი დისტანციის დაცვასთან, ასევე კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია"-აცხადებენ ცენტრში.

გამოცდებისათვის რეგისტრირებულთა რაოდენობაა:

აბიტურიენტები - 39 300-ზე მეტი;
სტუდენტები - 3 600-ზე მეტი;
მაგისტრობის კანდიდატები - 12 600-ზე მეტი;
მასწავლებლობის მსურველები - 12 000 – მდე.


მასწავლებლობის მსურველები გამოცდებში 22 ივლისიდან ჩაერთვნენ. სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართა. მაგისტრობის მსურველთათვის გამოცდები კი 1-4 აგვისტოს ჩატარდება.


ინფორმაცია აბიტურიენტებისათვის:


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც, აბიტურიენტი ინარჩუნებს ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს, საკუთარ რეიტინგულ სიაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემდეგ არ დაავიწყდეთ გამოიყენონ შენახვის ღილაკი და დაიმახსოვრონ ყველა ცვლილება. ასევე, შედეგების გამოცხადების შესახებ ან გამოცდებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას გაეცნონ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუკგვერდზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა