logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: განათლების სამინისტრო ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება საშვილიშვილო ინიციატივების განხორციელებაში
მიხეილ ჩხენკელი: განათლების სამინისტრო ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება საშვილიშვილო ინიციატივების განხორციელებაში
13:03 24.07.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ, მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„ბატონო პრემიერ მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ქალბატონო ელჩო, ძვირფასო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო. პირველ რიგში, მინდა მთელი გულით მივულოცო ჩვენს საზოგადოებას დღევანდელი დღე, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა – პროფესორ კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნა. უღრმესი მადლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარს – ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩემთვის, როგორც საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა, რომ ამერიკელი ხალხის, ამერიკის მთავრობის დახმარებითა და ჩართულობით ხორციელდება ასეთი უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტები.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო პროფესორ კენ ვოლკერის როლი როგორც ამ პროექტის, ასევე, საქართველოს სამედიცინო სფეროს განვითარების საქმეში. მე პირადად წილად მხვდა მასთან ურთიერთობის ბედნიერება. ეს პიროვნება გახლდათ მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი, საქართველოზე უაღრესად შეყვარებული. მას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული როგორც ამ ცენტრის იდეის შექმნაში, ასევე, ქართველი სტუდენტების განათლების საქმეში. დღესაც ემორისა და ამერიკის სხვა წამყვან უნივერსიტეტებში და, რასაკვირველია, საქართველოში დიდი სიყვარულით იხსენებენ მის სახელს, მის ღვაწლს.

ძალიან დიდია ემორის უნივერსიტეტის როლი ამ ცენტრის განვითარების საქმეში და, ბუნებრივია, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ თანამშრომლობას დაემატება ამერიკის სხვა წამყვანი უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტები და შედეგები იქნება უაღრესად შთამბეჭდავი.
ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ, გარდა მთავარი – კლინიკური მიმართულებისა, რაზეც ჩვენმა კოლეგებმა უკვე ისაუბრეს, უაღრესად მნიშვნელოვანია ცენტრის აკადემიური და სამეცნიერო კვლევითი განზომილებები. კერძოდ, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ამ ცენტრში გაიარონ უაღრესად მნიშვნელოვანი პრაქტიკა. შესაბამისად, ფიზიკური რეაბილიტაციის მიმართულებით მთელი თაობების აღზრდა მოხდება ამ ცენტრში. სამეცნიერო კვლევას, რასაკვირველია, აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა, და აქ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, ემორის უნივერსიტეტთან და სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად გაიმართება საკმაოდ მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევითი პროცესი, რაც, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გააუმჯობესებს დარგის შედეგებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, წარმატებებს გისურვებთ და მინდა იცოდეთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება საშვილიშვილო ინიციატივების განხორციელებაში. დიდი მადლობა!“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის შექმნის მიზანია რეგიონში პირველი, საერთაშორისო გამოცდილებებზე დაფუძნებული, მაღალკვალიფიციური სარეაბილიტაციო მომსახურებისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური სასწავლო ბაზის შექმნა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა