logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ონის მუნიციპალიტეტს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად  კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებითი რწმუნებული ესტუმრა
ონის მუნიციპალიტეტს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებითი რწმუნებული ესტუმრა
10:02 24.07.2020
ონის მუნიციპალიტეტს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ესტუმრა კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ბატონი ჩანგ დე-სუ.

ვიზიტის დასაწყისში საპატიო სტუმარმა პირისპირ შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, დავით ჩიკვაიძესთან. შეხვედრაზე მხარეთა შორის განხილულ იქნა ონის მუნიციპალიტეტში კორეული ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები, კორეის დონორი ორგანიზაციების სამუშაო მიმართულებები, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ონის მუნიციპალიტეტისათვის და მის მცხოვრებთა კეთილდღეობისათვის.

დავით ჩიკვაიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორეის ტექნოლოგიები და შესაძლებლობები მსოფლიო მასშტაბისაა, რომელთა ონის მუნიციპალიტეტში წარმოდგენა მნიშვნელოვნად წაადგება მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ აღმავლობას. ონის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კორეელ სტუმარს გააცნო ის პოტენციალი, რაც გააჩნია ონს და თხოვა ბატონ ჩანგ დე-სუს, რომ უშუამდგომლოს ჩვენს მუნიციპალიტეტს კორეულ კომპანიებთან.

შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ შესაბამისი შესაძლებლობისთანავე ონს სტუმრად ეწვევა კორეელ ჟურნალისტთა წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომლებიც გადაიღებენ ვიდეოს ონისა და რაჭის ტურისტულ ადგილებზე, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს კორეელი ტურისტების სტუმრობას ჩვენს მუნიციპალიტეტში.

გარდა ამისა, ბატონი ჩანგ დე-სუს განცხადებით, კორეის რესპუბლიკის საელჩო მზად არის, ხელი შეუწყოს ონელი ახალგაზრდების გადამზადებას კორეულ სასწავლებლებში, რა მიზნითაც გამოიყოფა შესაბამისი სტიპენდიები. ამასთან, კორეული მხარე მზად არის განიხილოს ონის მუნიციპალიტეტის საგრანტო წინადადებები სხვადასხვა სფეროების დაფინანსების მიზნით.

აღნიშნულის შემდეგ, შეხვედრა გაგრძელდა საკრებულოს თავმჯდომარესთან, შუქურა ჯაფარიძესთან და მერიისა და საკრებულოს წარმომადგებლებთან. შეხვედრის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ კულტურის, განათლებისა და ხელოვნების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებაზე. ბატონი ჩანგ დე-სუს განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტი გახდება პრიორიტეტული მიმართულება კორეის რესპუბლიკის საელჩოსთვის.

ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დასასრულს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჩიკვაიძემ საპატიო სტუმარს საჩუქრად გადასცა სახელოსნო "ედენას" მიერ მომზადებული თექის ნამუშევარი, რომელზეც გამოსახულია კორეის დიდი მეფის, მხედართმთავრისა და განმანათლებლის, კორეული ანბანის შემქმნელის, სეჯონგ დიდის პორტრეტი.

შეხვედრების შემდეგ, დავით ჩიკვაიძემ და ჩანგ დე-სუმ დაათვალიერეს ონის მუზეუმი და სინაგოგა. ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ კორეელ დიპლომატს დეტალურად გააცნეს მინერალური წყლის "სორტუანის" შემადგენლობა, სამკურნალო თვისებები და სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით მისი გამოყენების შესაძლებლობები.

ვიზიტი ორდღიანია და ხვალ დასრულდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა