logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია დაბა კაზრეთში მაღალსართულიან კორპუსებში ლიფტების მოწყობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია დაბა კაზრეთში მაღალსართულიან კორპუსებში ლიფტების მოწყობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
09:16 24.07.2020
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ეხმიანება ბოლო დროს გარკვეული ჯგუფების მიერ დაბა კაზრეთში მაღალსართულიან კორპუსებში ლიფტების მოწყობასთან დაკავშირებით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის კატეგორიულად მიუღებელია ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ მიზანმიმართული მცდარი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მოსახელობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

მოსახლეობის ინფორმირებისთვის გვსურს, დაბა კაზრეთში ლიფტების მოწყობის ისტორიული პროექტის შესახებ განმარტება კიდევ ერთხელ გავაკეთოთ.

დაბა კაზრეთში 9-სართულიან კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას ლიფტების პრობლემა ათწლეულების განმავლობაში აწუხებდა. პრობლემის მოგვარების მიზნით, 2015 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, დაბა კაზრეთში არსებული ლიფტის შახტების რეაბილიტაციის პროექტის შეძენა განხორციელდა. 2016 წლის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლება, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად, პროექტის ტექნიკურ ექსპერტიზას და მის განსახორციელებლად დაფინანსების მოძიების სამუშაოებს აქტიურად აწარმოებდა. მაღალსართულიან კორპუსებში ლიფტების დამონტაჟების პროცესი კი 2017 წელს დაიწყო. სამუშაოები ეტაპობრივად, სამი წლის მანძილზე განხორციელდა. 68 შახტიდან 64 „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის” მიერ ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის ყოველწლიურად გამოყოფილი ლიმიტისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა ღირებულებით 3 500 000 ლარი, ოთხი შახტა კი კომპანია ,,არემჯიმ’’ აღადგინა.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროექტის განხორციელებაში სხვა რომელიმე კერძო კომპანიასა თუ დაინტერესებულ პირებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

ლიფტების შახტების აღდგენის პროექტი კანონის სრული დაცვით განხორციელდა და დაინტერესებულ პირებს ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოძიება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ საიტზე შეუძლიათ.

ამ ისტორიული პროეტის განხორციელებამ დაბის მაცხოვრებლებს ლიფტების პრობლემა სრულად მოუგვარა და ეს ადგილობრივი, ცენტრალური და კერძო სექტორის კოორდინაციული, წარმატებული თანამშრომლობის დამსახურებაა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გარკვეულ ჯგუფებს არ გაავრცელონ პროექტის შესახებ მცდარი ინფორმაცია და ხელი არ შეუწყონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა