ირანელ ალპინისტთა 21 კაციანმა ჯგუფმა ყაზბეგის მწვერვალი დალაშქრა.
როგორც „ნიუსპრესს“ ირანის საეჩოდან აცნობეს, ჯგუფი ისპაჰანის ქ. მობარექეს მეტალურგიული კომპლექსის ალპინისტებისგან იყო დაკომპლექტებული.
ირანის საელჩოს ცნობით, უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მწვერვალები მრავალ ირანელ ალპინისტს იზიდავს.
საელჩოში აცხადებენ, რომ დღემდე საქართველოში მწვერვალების დასაპყრობად ფარსის, ილამის, ისპაჰანის, ფავეს, ქორდესტანის, მაზანდარანის მოყვარულ და პროფესიონალ ალპინისტთა ჯგუფები, ასევე ქ. ხომეინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ალპინისტ ქალთა და ქ. ბაღერშაჰრის მთამსვლელთა კლუბის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
მათ საქართველოში სხვადასხვა მწვერვალები დალაშქრეს.

















