logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი მკაცრდება
ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი მკაცრდება
11:54 23.07.2020
სამწუხაროდ, ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რაც უაღრესად საყურადღებოა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს, გვმართებს უაღრესი ყურადღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პირველი საკითხი, რასაც პრემიერი გამოეხმაურა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იყო. მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს უდიდესი ყურადღება იმისთვის, რო შენარჩუნდეს ის წარმატება, შედარებითი, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს ვირუსის მართვის თვალსაზრისით.



"დღეს გვიწევს საუბარი დავიწყოთ ისევ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით. მოგეხსენებათ, გუშინ გვქონდა ინფიცირების 24 შემთხვევა, დღეს 12, ბოლო დღეებში, სამწუხაროდ, ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რაც უაღრესად საყურადღებოა, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს, გვმართებს უაღრესი ყურადღება. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ გავრცელება ძირითადად კონცენტრირდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, რაც ყურადსაღებია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სოციალური სტრუქტურა ამ სოფლებისა გახლავთ ისეთი, რომ ჩვენი ბევრი მოქალაქე ამ სოფლებიდან შრომობს თბილისის და, საერთოდ, ქვეყნის სხვადასხვა ბაზრებსა თუ ბაზრობებზე. ამიტომ უკვე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი, ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება, შერჩევითი, ისევე როგორც ამ სოფლებში ჩატარდება აქტიური ტესტირება. საყურადღებოა, რომ შტაბს აქვს მიღებული დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ სიტუაციის შემდგომი გამწვავების პირობებში ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინე ზომების გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე და ამისთვისაც უნდ ავიყოთ მზად,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ვირუსის სწორი, ეფექტური მართვა და ეკონომიკის სწრაფი აღორძინება არის ერთმანეთთან დაკავშირებული ორი საკითხი და ერთი მეორის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა აღნიშნულ სფეროებში.

"შემდგომ რაც ეტაპობრივად და ფრთხილად გავხსენით დაწესებული შეზღუდვები ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, რათა ეკონომიკური ცხოვრება გაგვეცოცხლებინა ქვეყანაში, მიუხედავად ამისა, უდიდესი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ, იმისთვის, რო შევინარჩუნოთ ის წარმატება, შედარებითი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ვირუსის მართვის თვალსაზრისით. ყველას უნდა გვახსოვდეს რომ ვირუსის სწორი, ეფექტური მართვა და ეკონომიკის სწრაფი აღორძინება არის პირდაპირ ერთმანეთთან დაკავშირებული ორი საკითხი, ერთი მეორის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა ან ერთ ან მეორე სფეროში, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა