logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მარცვლეული კულტურების მოსავლის აღებაში ადგილობრივებს აქტიურად ვეხმარებით
ლევან დავითაშვილი: საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მარცვლეული კულტურების მოსავლის აღებაში ადგილობრივებს აქტიურად ვეხმარებით
11:51 23.07.2020
შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის. ადგილობრივებს მოსავლის აღებაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანია" ეხმარება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მოსავლის აღების პროცესს ნიქოზის თემში, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად გაეცნო.
"კახეთის რეგიონში მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების პროცესი დასრულდა. ახლა ინტენსიური სამუშაოები შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მიმდინარეობს. მოსავალს იღებენ საოკუპაციო ხაზთან, ზემო ნიქოზშიც. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის ტექნიკის საშუალებით მოსავალი უკვე აღებულია 12 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე. წელს, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, არ გვაქვს ჭარბი მოსავალი. ყველა შესაბამისი სამსახური მაქსიმალურად არის ორგანიზებული, რომ ფერმერებს არ ჰქონდეთ შეფერხება მოსავლის დაბინავების პროცესში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შიდა ქართლის რეგიონში მობილიზებულია 63 ერთეული კომბაინი, საიდანაც 32 ერთეული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიას ეკუთვნის. მოსავლის აღების პროცესში აქტიურად არის ჩართული კერძო სექტორში არსებული ტექნიკაც.
ქვეყნის მასშტაბით, ხორბლის ნათესი ფართობები 50 ათასი ჰექტარს, ქერის კი - 27 ათასი ჰექტარს შეადგენს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა