შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ინფორმაციით, ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო, თუშეთთან დამაკავშირებელი,
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 36-40 კმ-ზე, რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა გზა.
ამჟამად, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საავტომობილო გზა დაკეტილია ორივე მიმართულებით.

















