logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში ინფიცირების შემთხვევების მატება გარდაუვალი იყო
თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში ინფიცირების შემთხვევების მატება გარდაუვალი იყო
17:59 22.07.2020
"მძიმე პაციენტი გამოიყვანეს მდგომარეობიდან, მას გულის უკმარისობა აქვს, მძიმე პნევმონია, მაგრამ ამ პაციენტის ყველაზე კრიტიკულმა დღეებმა გაიარა და იმედი გვაქვს, გადარჩება და ეს იქნება ყველაზე დიდი მიღწევა კოვიდის ეპიდემიის დასაწყისიდან მოყოლებული- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მცხეთაში "ცხელების ცენტრში" ყოფნისას განაცხადა.
მისვე თქმით, საქართველოში ინფექციის შემთხვევების ზრდა გარდაუვალი იყო, რადგან ისეთი ქვეყნების გარემოცვაში ვართ, სადაც ინფექცია მძვინვარებს. როგორც ცერცვაძე ამბობს, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება კონტროლირებადი იყოს და საქართველო ინფექციას ისე დაძლევს, რომ სერიოზული მეორე ტალღის გაჩენას არ დაუშვებს.
"მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში ინფექციის მეორე ტალღა დაიწყო და ახალი შრმთხვევების რაოდენობა მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება, საქართველო ჯერჯერობით ბედნიერი გამონაკლისი რჩება. მძიმე მდგომარეობაა რუსეთში, სომხეში, აზერბაიჯანში, თურქეთში,ყაზახეთში, უკრაინაში და ა.შ. , მაგრამ ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევებმა საქართველოშიც მოიმატა, თუმცა ეს გარდაუვალი იყო. ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ისეთი ქვეყნების გარემოცვაში ვართ, სადაც ინფექციის პიკია , სადაც ყოველდღე 500-600 შემთხვევა დასტურდება, საქართველომ რაც უნდა ზომები მიიღოს, მთლიანად იზოლირებული ამ ქვეყნებისგან ვერ იქნება. ძირითადად ინფექცია ტრაილერის მძღოლებს შემოაქვს, რომლებიც არ შეიძლება არ შემოუშვა, რადგან სატვირთო გადაზიდვები აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლები მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან, მაინც ვრცელდება ინფექცია. დღეს საქართველოში ცხელი წერტილი გარდაბანია. მთავრობა მყისიერ ზომებს იღებს, გარდაბნის სოფლების მოსახლეობის გამოკვლევა დაიწყო. მსოფლიოს მასშტაბით საქართველოში ვირუსის მცირე მატებაა. ასეთ მცირე მატებებს საქართველო დაძლევს ისე, რომ სერიოზული მეორე ტალღის გაჩენას არ დაუშვებს",-განაცხადა ცერცვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა