logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თსუ პროფესიული განათლების  ცენტრის  ქუთაისის ფილიალი ახალ სასწავლო წელს სიხალეებით ხვდება
თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ქუთაისის ფილიალი ახალ სასწავლო წელს სიხალეებით ხვდება
12:24 22.07.2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ქუთაისის განახლებულ ფილიალს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძრვანელი ირმა გრძელიძე, პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი, პროფესიული-საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები და ახალი პროგრამების ხელმძღვანელები ეწვივნენ. განახლებულ ცენტრს პროფესიული პროგრამების განსახორციელებლად ახალი ტექნიკური აღჭურვილობა და საოფისე ინვენტარი გადაეცა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თსუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს.

„პროფესიული პროგრამების მიმართ ინტერესი და ნდობა მაღალია, გარემოც შესაბამისია შექმნილი - სასწავლო აუდიტორიები გარემონტებულია, თანამედროვე ტექნოლოგიით არის აღჭურვილი, შენობა განახლებულია. ყველა პირობაა შექმნილი შესაბამისი განათლების მისაღებად. ეს ტენდენცია გაგრძელდება. ვაპირებთ პროგრამების რაოდენობის გაზრდას და სამომავლოდ, ამასთან დაკავშირებით ბევრი გეგმა გვაქვს,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ქუთაისის კორპუსში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2013 წლიდან ხორციელდება. 2019-2020 წლებში ქუთაისის კორპუსს ჩაუტარდა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და შესაძლებელი გახდა ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატება.

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის კახა ჭეიშვილის ინფორმაციით, ქუთაისის განახლებული ფილიალი ყველა იმ გამოწვევას წარმატებით გაართმევს თავს, რაც პროფესიული განათლების წინაშე დგას. „ქუთაისის სასწავლო კორპუსი მზად არის იმისთვის, რომ ხუთი მიმდინარე და დამატებით ახალი პროფესიული პროგრამები განახორციელოს. ის პროგრამები, რომლის დამატებასაც 2020 წლისთვის ვგეგმავთ, ძალიან მოთხოვნადია შრომის ბაზარზე,“ - განაცხადა კახა ჭეიშვილმა.

ამჟამად თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ქუთაისის ფილიალში ხორციელდება 5 პროფესიული პროგრამა (ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, საბაჟო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოჯისტიკა, საოფისე საქმე, შემფასებელი). ამის გარდა 2020 წლის შემოდგომის მიღებისთვის იგეგმება კიდევ 5 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატება (საბუღალტრო აღრიცხვა, საფინანსო სერვისები, ღონისძიების ორგანიზება, სკოლამდელი აღზრდა, საბიბლიოთეკო საქმე).

ბექა ძოწენიძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის პროფესიული-საგანმანათლებლო პროგრამის „შემფასებელი“ დამამთავრებელი საფეხურის სტუდენტია. როგორც ბექა ამბობს, პროგრამისგან მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სამომავლოდ, კარიერულ წინსვლაში დაეხმარება. „სამართლის საბაკალავრო პროგრამა დავამთავრე და ახლა ვიცავ სამაგისტროს საჯარო სამართალში, თუმცა აღნიშნული პროფესიული პროგრამა პრაქტიკულ კომპონენტებს შეიცავდა და დამაინტერესა. გარდა ცოდნისა, შევიძინე პირადი კონტაქტებიც, რითაც, სამომავლოდ, აკადემიურ საქმიანობაში ვიხელმძღვანელებ,“ - აღნიშნა ბექა ძოწენიძემ.

თსუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს. გასულ წელს, 8 პროგრამის 194 ვაკანტურ ადგილზე 1221 კანდიდატი დარეგისტრირდა.
2020 წლის შემოდგომაზე თსუ პროფესიული განათლების ცენტრი 15 პროფესიულ პროგრამაზე 290 სტუდენტს მიიღებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა