logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: FAO-ს 2020 წლის პროგნოზით, უდაბნოს კალიის გეოგრაფიული არეალის გაზრდა საფუძველს მოკლებულია
ლევან დავითაშვილი: FAO-ს 2020 წლის პროგნოზით, უდაბნოს კალიის გეოგრაფიული არეალის გაზრდა საფუძველს მოკლებულია
17:41 21.07.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოში უდაბნოს კალიის მიგრაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ბევრი არაკომპეტენტური და არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა საქართველოში უდაბნოს კალიის შემოსვლასა და გავრცელებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მავნებელი საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს დაფიქსირებულა. არსებობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევები. FAO-ს 2020 წლის პროგნოზით, მავნებლის გეოგრაფიული არეალის გაზრდა საფუძველს მოკლებულია. არც ერთი სპეციალისტი არ იზიარებდა მოსაზრებას გავრცელების შესაძლებლობაზე. აღნიშნულის შესახებ ჩვენ მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდეთ. თუმცა, აღმოსავლეთ საქართველოში - კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ფიქსირდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელი იტალიური კალია. აღნიშნულ მავნებელთან ბრძოლა ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომელსაც ყოველწლიურად ვახორციელებთ. ეს მავნებელი, დიდწილად, აზიანებს ჩვენს სასაზღვრო რაიონებს, მათი მიგრაცია ხდება ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან.

წელს, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, კალიებთან ბრძოლა გვიწევს როგორც მთლიანად კახეთში, ისე ქვემო ქართლში, თბილისის შემოგარენში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელთან ბრძოლა მნიშვნელოვანია მოსავლის გადარჩენის, მწვანე საფარის შენარჩუნების და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა