logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბოლნისის ახალი მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის უკვე ღიაა
ბოლნისის ახალი მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის უკვე ღიაა
15:10 21.07.2020
ბოლნისის ახალი მუზეუმი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. მუზეუმის გახსნას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე საქართველოში იან ბიტნერი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები და გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით, ადგილობრივი და ცენტრალური მედიასაშუალებებისთვის, მოეწყო მედიატურიც.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და საგამოფენო სივრცე მოეწყო. მუზეუმში სამეცნიერო მნიშვნელობის არქეოლოგიური მასალა და ხელოვნების ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან და ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდანაა წარმოდგენილი. მუზმეუმში ასევე გამორჩეული ადგილი უკავია 200 წლის წინ სამხრეთ გერმანიიდან საქართველოში ჩამოსახლებული გერმანელების მოღვაწეობასა და მათი ცხოვრების ამსახველ ექსპოზიციას.

მუზეუმში დამთვალიერებელს რეგიონის ბიო-კულტურული მრავალფეროვნების ისტორიის გაცნობის შესაძლებლობაც აქვს. მუზეუმში ასევე განთავსებულია გოეთეს ინსტიტუტის მედიათეკა. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გოეთეს ინსტიტუტმა, რომელიც მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მუზეუმში მედიათეკა გახსნა.

ბოლნისის ახალ მუზეუმში ასევე განთავსდა სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, კაფე, მუზეუმის მაღაზია და ღია ვერანდა. მუზეუმი ორიენტირებული იქნება ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებზე. სამუზეუმო სივრცეში სხვადასხვა საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის განსხვავებულ თემებზე გაკვეთილების ჩატარება იგეგმება.

მუზეუმის სამეცნიერო კონცეფციაზე ქართველ მეცნიერებთან ერთად დასავლელმა სპეციალისტებმაც იმუშავეს. აღსანიშნავია, რომ მუზეუმში 1 აგვისტომდე ყველა მსურველისთვის შესვლა თავისუფალია. ბოლნისის ახალი მუზეუმი კომპანია „არემჯის“ დაფინანსებით აშენდა.

„მოხარული ვარ, რომ ბოლნისს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი მუზეუმი აქვს, რომლის სამეცნიერო კონცეფცია უდაოდ გამორჩეულია. მუდმივმოქმედი ექსპოზიციის გარდა აქ დროებითი საგამოფენო სივრცეცაა მოწყობილი. მუზეუმში დიდი ყურადღება ეთმობა მთლიანად ჩვენი რეგიონის ისტორიასა და რაც მთავარია, გერმანულ წარსულს, რაც ვფიქრობ, ვიზიტორებისთვის ძალიან საინტერესოა. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო კომპანია „არემჯის“, რომლის ფინასური დახმარებითაც ახალი მუზეუმი აშენდა. ჩვენ მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებისთვის არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ეს მუზეუმი ტურისტების მოზიდვაში აუცილებლად დაგვეხმარება. დარწმუნებული ვარ, ახალი მუზეუმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ისტორიული წარსულის სამეცნიერო კვლევას ხელს აქტიურად შეუწყობს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა